LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ლომჯარია: „სოციალურად დაუცველ ოჯახს დენი ჩაუჭრეს. ბავშვებმა სანთელი აანთეს, რამაც სავარაუდოდ ხანძარი გამოიწვია – არ ვიცი ამ საშინელი, შემზარავი ამბის გარდა საერთოდ რაზე უნდა იფიქრო… არ შეიძლება დენის გარეშე რჩებოდეს ოჯახი, სადაც მცირეწლოვანი ბავშვები ცხოვრობენ“

198
ნინო ლომჯარია

ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ზუგდიდში, ხანძრის შედეგად მცირეწლოვანი ტყუპი ძმების დაღუპვას შესახებ სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ ბავშვი სიღარიბის გამო ოჯახიდან არ უნდა გაიყვანონ, ოჯახში უნდა იზრდებოდეს, სადაც სახელმწიფომ უნდა შეუქმნას არსებობის ელემენტარული პირობები.

„სოციალურად დაუცველ ოჯახს, სადაც 4 არასრულწლოვანი ცხოვრობდა, დენი ჩაუჭრეს. სახლში დარჩენილმა ბავშვებმა სანთელი აანთეს, რამაც სავარაუდოდ ხანძარი გამოიწვია. ხანძრის შედეგად 2 მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა…

ბავშვი სიღარიბის გამო ოჯახიდან არ უნდა გაიყვანონ, ოჯახში უნდა იზრდებოდეს, სადაც სახელმწიფომ უნდა შეუქმნას არსებობის ელემენტარული პირობები.

არ შეიძლება დენის და გაზის გარეშე რჩებოდეს ოჯახი, სადაც მცირეწლოვანი ბავშვები ცხოვრობენ, მაგრამ ჩვენი სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკა ამაზე არ ზრუნავს, არ აინტერესებს, ვერ ხედავს ამ ბავშვებს… მხოლოდ ჭირისუფლად ჩამოდგომა იციან არჩევნებზე ხმების დაკარგვის შიშით…

არ ვიცი ამ საშინელი, შემზარავი ამბის გარდა საერთოდ რაზე უნდა იფიქრო ან ილაპარაკო დღეს. ეს გაზულუქებული, კორუმპირებული, რუსეთის მოყვარული ხელისუფლების წარმომადგენლები კი მთელი დღეა მხოლოდ ევროპას და ამერიკას გაჰყვირიან“. – წერს ნინო ლომჯარია.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულზე გაჩენილ ხანძარს ორი მცირეწლოვანი ემსხვერპლა.

სოციალურად დაუცველ ოჯახს, სადაც 4 არასრულწლოვანი ცხოვრობდა, დენი ჩაუჭრეს. სახლში დარჩენილმა ბავშვებმა სანთელი აანთეს,…

Posted by Nino Lomjaria on Tuesday 13 August 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g