LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ქათამაძე: „მათ ჯალათობაზე ლაპარაკი აღარ მინდა, თავიანთი საშინელი ისტორია უკვე დაწერეს – აქეთ სულ ჯალათობა, ტყუილი, მეორე მხარეს ნათელი და მებრძოლი ახალგაზრდები“

235
ნინო ქათამაძე

„ძალიან ბევრი გვაქვს საბრძოლველი, იმ პროფესიებში დაბრუნება, რომლებიც გვაქვს ადვილი არ იქნება“, – ამის შესახებ მომღერალმა, ნინო ქათამაძემ განაცხადა.

როგორც „TV პირველის“ ეთერში მომღერალმა აღნიშნა, რომ ნათელ მხარეს დგანან განათლებული, ღირსეული, განვითარებული და ნამდვილი ადამიანები,  მეორე მხარეს კი ჯალათები.

ვიდეო: ჭოხონელიძე „ოცნებას“: ვის უნდა დაუტოვოთ ქვეყანა? – იმ ადამიანებს, ვინც საპროტესტო აქციებს მართავენ, 30-ე დღეა და არ იღლებიან

„აქეთ სულ ჯალათობა, ტყუილი და მეორე მხარეს ნათელი და მებრძოლი ახალგაზრდები, რომლებიც არ დაფიქრებულან, ისე დგანან პირველ ხაზზე“, – განაცხადა ქათამაძემ.

მან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და მის პროფესიაზე ამ პროცესის გავლენის შესახებ ისაუბრა და თქვა:

„სად უნდა დაბრუნდე?! ყველა თემაში პრობლემაა. საერთო სურათს რომ შეხედო, რა ხდება პროტესტის მხარეს და რა ხდება მიტაცებული ხელისუფლების მხარეს – აქეთ სულ ჯალათობა, ტყუილი და მეორე მხარეს ნათელი და მებრძოლი ახალგაზრდები, რომლებიც არ დაფიქრებულან, ისე დგანან პირველ ხაზზე.

მათ ჯალათობაზე ლაპარაკი აღარ მინდა, რადგან მათ თავიანთი საშინელი ისტორია უკვე დაწერეს. ისეთი იმედიანად და ბედნიერი ვარ, იმ ადამიანების გაცნობით, რომლებიც იქ დგანან. ნათელ მხარეს დგას განათლებული, ღირსეული, განვითარებული და ნამდვილი ადამიანი“. – განაცხადა ნინო ქათამაძემ.

გამოყენებულია Ezz Gaber-ის ფოტო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g