„როცა იცი ზუსტად, რა მნიშვნელობების დანაშაული ხდება, შენ სახელმწიფოში. რა პრობლემებია, ბუნებრივია, ვერ გაჩუმდები“ – ამის შესახებ რუსთაველის გამზირზე აქციაზე მყოფმა მომღერალმა ნინო ქათამაძემ „ტვ პირველთან“ საუბრისას განაცხადა.
„სასამართლო პროცესებზე გაუგონარი რამ ხდება. არგუმენტების გარეშე იჭერენ და მომავალს უსპობენ ჩვენს ახალგაზრდებს. ამ ყველაფრის ფონზე ბუნებრივია, სულ უნდა ისმოდეს, რომ ღირსეულ სახელმწიფოს სინდისის პატიმარი არასდროს უნდა ჰყავდეს“, – აცხადებს ნინო ქათამაძე.
❗ სასამართლო პროცესებზე გაუგონარი რამ ხდება, არგუმენტების გარეშე იჭერენ და უსპობენ მომავალს ჩვენს ახალგაზრდებს – ნინო ქათამაძე
Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on პარასკევი, 24 იანვარი, 2025