LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო წილოსანი: „დიდი ხანია ამ დაშინების ქვეშ ვართ… სანქციები არის უსამართლობა, თავს უფლებას ვერ მივცემთ, გარედან ზეწოლამ გვაიძულოს ისეთ მოცემულობაში ჩავაყენოთ ქვეყანა, რომ ისტორიამ მოღალატეებად განგვსაჯოს“

141
ნინო წილოსანი

 მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის საზღვარგარეთ მცხოვრებ შვილებს საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდათ, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი „პალიტრანიუსის“ ეთერში გამოეხმაურა.

როგორც ნინო წილოსანმა გადაცემაში სტუმრობის დროს აღნიშნა, „ამ სანქციებს არანაირი ლეგიტიმური საფუძველი არ გააჩნია“.

„დიდი ხანია მსგავსი ნიუსები, სხვადასხვა მიმართულებით, საპარლამენტო გუნდზე იქნება თუ სხვა, მედიაში მუსირებს, მათ შორის არის დაშინების მცდელობაც. სანქციები ამ მოცემულობაში ნებისმიერი ადამიანის მიმართ არის უსამართლობა, იმიტომ, რომ ამ სანქციებს არ გააჩნია არანაირი ლეგიტიმური საფუძველი და არის გარკვეული დღის წესრიგის შექმნის მცდელობა ქართულ პოლიტიკაში. ერთის მხრივ, ნამდვილად დღის წესრიგის შექმნას ცდილობენ გარედან ძალები, რომლებიც სამწუხაროდ პოლიტიკური ხელმძღვანელობის შეცვლას გეგმავენ საქართველოში, იმის მიუხედავად, ქართველ ხალხს ვინ და როგორ უნდა და ვის აირჩევენ“, – თქვა ნინო წილოსანმა.

უმრავლესობის დეპუტატმა ასევე უპასუხა შეკითხვას – თუ მიზანი საქართველოს ხელისუფლების შეცვლაა, გამორიცხავს თუ არა, რომ უახლოეს პერიოდში ფინანსური სანქციები „ქართული ოცნების“ ლიდერების თუ მათთან დაახლოებული პირების მიმართ ამოქმედდეს. როგორც ნინო წილოსანმა აღნიშნა, „დიდი ხანია ამ დაშინების ქვეშ არიან“.

„ფაქტია, რომ ამ მიზანს ემსახურებიან, დიდი ხანია, ჩვენ ამ დაშინების ქვეშ ვართ უბრალოდ, ადამიანები, ვისაც ქართველმა ხალხმა მოგვანიჭა მანდატი, რომ ეს ქვეყანა გვემართა, მშვიდობიანი გზით და განვითარების საუკეთესო პერსპექტივებით, ჩვენ, ვერ მივცემთ ჩვენ თავს იმის უფლებას, რომ სანქციებმა ან გარედან წამოსულმა რაიმე ზეწოლამ გვაიძულოს, რომ ისეთ მოცემულობაში ჩავაყენოთ საკუთარი ხალხი და ქვეყანა, რომ შემდეგ ისტორიამ განგვსაჯოს, როგორც მართლა საკუთარი ქვეყნის მოღალატეები. ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, საომარი დღის წესრიგის შექმნას ამ ქვეყანაში.

პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენ გვაქვს, გვაიძულებს, რომ ვიყოთ ძალიან ფრთხილები სახელმწიფო პოლიტიკურ მართვაში. შესაძლოა ემოციურად ძალიან ბევრ რაღაცას ვგრძნობდეთ ან გვინდოდეს თქმა, მაგრამ სიფრთხილე, რომ არ შევქმნათ რაიმე რისკები ესკალაციის, საქართველოში ოკუპანტის შემოჭრის და ა.შ. ეს გვაიძულებს, რომ ვიყოთ ძალიან კორექტულები და ფრთხილები ჩვენს პოლიტიკაში. ეს გვამოტივირებს, რომ არაფერზე არ გავცვალოთ ამ ქვეყნის მშვიდობიანი მომავალი.

მოსახლეობა და ჩვენი ამომრჩეველი ამას რომ უყურებს, რამხელა ზეწოლის ქვეშ გავდივართ, არავის არ გვსიამოვნებს და არ გვიხარია, მათ შორის, ჩვენ, შვილებზე და ოჯახის წევრებზე მიდიოდა საუბარი და ფაქტობრივად, თითოეულმა ჩვენგანმა რაღაც კუთხით თავი გადავდეთ ამ საქმისთვის, რომელსაც ვემსახურებით და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგად დაინახავს ამას ქართული საზოგადოება“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g