LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო წილოსანი: „ძალიან მიმძიმს მომხდარ ტრაგედიაზე საუბარი… კესარია სავარაუდოდ საკუთარი პარტნიორისგან არაერთხელ იყო ძალადობის მსხვერპლი და ბოლოს, ეს ისტორიაც ასე სავალალოდ დასრულდა… თანავუგრძნობ გარდაცვლილის ოჯახს და მეგობრებს“

545
ნინო წილოსანი, კესარია აბრამიძე

„ძალიან მიმძიმს მომხდარ ტრაგედიაზე საუბარი, სიტყვებს ვერ ვპოულობ… კესარია სავარაუდოდ საკუთარი პარტნიორისგან არაერთხელ იყო ძალადობის მსხვერპლი და ბოლოს, ეს ისტორიაც ასე სავალალოდ დასრულდა…“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი წერს სოციალურ ქსელში და ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტზე 26 წლის მამაკაცია დაკავებული

დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

„მიუხედავად იმისა რომ ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია და დარწმუნებული ვარ მკაცრად დაისჯება, ფაქტს ხომ ვეღარაფერი შეცვლის, კესარია გარდაცვლილია…

თანავუგრძნობ გარდაცვლილის ოჯახს და მეგობრებს“

ძალიან მიმძიმს მომხდარ ტრაგედიაზე საუბარი, სიტყვებს ვერ ვპოულობ… კესარია სავარაუდოდ საკუთარი პარტნიორისგან არაერთხელ იყო…

Posted by ნინო წილოსანი • Nino Tsilosani on ოთხშაბათი, 18 სექტემბერი, 2024

შსს-ს ინფორმაციით, კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტზე 26 წლის მამაკაცია დაკავებული. მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

გამოძიების ინფორმაციით, 26 წლის კაცმა ტრანსგენდერი ქალი საკუთარ სახლში გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა. კესარია აბრამიძეს ჭრილობები დანით აქვს მიყენებული. ის გუშინ საღამოს თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საკუთარ ბინაში იპოვეს მოკლული.

„საზარელი მკვლელობა! ადამიანურობის უარყოფა! ეს თუ გამოაფხიზლებს ჩვენ საზოგადოებას“ – სალომე ზურაბიშვილი კესარია აბრამიძის მკვლელობაზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კესარია აბრამიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:

თავდაპირველად გამოძიება დაიწყო განზრახ მკვლელობის მუხლით (სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით), დაიწო მოგვიანებით კი კვალიფიკაცია დამძიმდა.

„დედამ ჩამაბარა და მითხრა – ჩემს თბილ გოგოს თქვენ გაბარებთ , ვიცი არავის დააჩაგვრინებთ… თავდაჯერებული, მიმნდობი, ხალისიანი და მხიარული, საოცარი იუმორის გრძნობით! უცებ გახდა მთელი კოლექტივის ლიდერი“ – კესარია აბრამიძეს ემოციური პოსტით ემშვიდობებიან

ფოტო: „როცა მამსგავსებდნენ, ეგონათ ცუდს მეუბნებოდნენ…მშვიდობით კესო“ – შორენა ბეგაშვილის ემოციური წერილი

„კესო ჩვენი მეზობელი იყო დიდ დიღომში…პენსიონერ ბებოს წამლებზე ფული აკლდებოდა, 3 დღის სამყოფი მაქვს, მერე რა ვქნაო ჩაილაპარაკა…კესომ ფარმაცევტს უთხრა 1 თვის სამყოფი გაუმზადეთ ყველა წამალიო…ადამიანი იყო“ – ელენე ნანობაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g