LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო წილოსანი: „ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრებაზე საქართველოსთან დაკავშირებით არაერთ სიცრუეს მოვისმენთ… ბრიუსელს გაცილებით მეტი საზრუნავი უნდა ჰქონდეს, ვიდრე წარმატებული საქართველოს კრიტიკა და ლანძღვაა“

115
ნინო წილოსანი

„ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრებაზე საქართველოსთან დაკავშირებით არაერთ სიცრუეს და დეზინფორმაციას მოვისმენთ“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„დღეს საქართველოს ევროპული მომავლისთვის უფრო მეტს იბრძვიან და მეტი წვლილი შეაქვთ მოქალაქეებს, ვიდრე მთავრობას“ – რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

წილოსანი გამოეხმაურა ევროკავშირის საგარეო უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრას, რომელიც ბრიუსელში დღეს იმართება და თქვა, რომ „ევროკავშირს და მათ ოფიციალურ წარმომადგენლებს გაცილებით უფრო მეტი საზრუნავი უნდა ჰქონდეთ, ვიდრე წარმატებული საქართველოს კრიტიკა და ლანძღვაა“.

„ჩვენ ვხედავთ ამერიკის პრეზიდენტის თუ მაღალი თანამდებობის პირების განცხადებებს იმ სამწუხარო რეგრესზე, რასაც ევროკავშირი განიცდის. ბიუროკრატია ემსახურება არა ევროპელ ხალხს და წევრ სახელმწიფოებს, არამედ სულ სხვა მიზნებს. ამიტომ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრებაზე საქართველოსთან დაკავშირებით არაერთ სიცრუეს და დეზინფორმაციას მოვისმენთ. თუ ამ ადამიანებს რეალურად აინტერესებთ, სიტყვის თავისუფლება არის თუ არა, დემოკრატია როგორ მუშაობს, ობიექტურ კვლევებს და რეიტინგებს უნდა გაეცნონ, რომლებიც მათივე ინსტიტუციების მიერ კეთდება და ალბათ, უფრო სანდო იქნება მათი განცხადებები.

ამ შემთხვევაშიც, ეს შეხვედრა საქართველოს წინააღმდეგ დარტყმებისთვის იქნება გამოყენებული და რისთვის ურტყამენ საქართველოს ესეც ალბათ, ყველასთვის ნათელია,“ – თქვა ნინო წილოსანმა.

ცნობისთვის, ბრიუსელში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა გაიმართება.

⭕ როგორც ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კესტუტის ბუდრისმა ​ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების…

Posted by Fortuna News • ფორტუნას ახალი ამბები on ორშაბათი, 15 დეკემბერი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g