LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო წილოსანი: „თუ „სტამბოლის კონვენციის“ მიერთება დემოკრატიის წინსვლად ითვლება, კონვენციიდან გამოსვლა დემოკრატიის უკუსვლა არ არის? – როცა ამას ლატვია აკეთებს, არავინ გააკრიტიკებ, მხოლოდ საქართველო შეიძლება აკრიტიკო“

108
ნინო წილოსანი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი ლატვიის სეიმის მიერ „სტამბოლის კონვენციიდან“ გამოსვლის მხარდაჭერას ეხმაურება.

როგორც ნინო წილოსანი „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე წერს, „როცა ამ ნაბიჯს ლატვია დგამს, მას არავინ აკრიტიკებს, მხოლოდ საქართველოს კრიტიკა შეიძლება თუნდაც იმის გამო, რომ ფუნდამენტური უფლება გამოიყენა და სასამართლოს მიმართა“.

„თუ „სტამბოლის კონვენციის“ მიერთება დემოკრატიის წინსვლად და ადამიანის უფლებების დაცვად ითვლება, სტამბოლის კონვენციიდან გამოსვლა დემოკრატიის უკუსვლა არ არის?

თუ დამავიწყდა – როცა ამას ლატვია აკეთებს, მათ არავინ გააკრიტიკებს… მხოლოდ საქართველო შეიძლება აკრიტიკო, თუნდაც იმის გამო, რომ სასამართლოს მიმართა და გამოიყენა ფუნდამენტური უფლება, რისი წართმევაც აქამდე დაუშვებელი გვეგონა“, – წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.

თუ „სტამბოლის კონვენციის“ მიერთება დემოკრატიის წინსვლად და ადამიანის უფლებების დაცვად ითვლება, სტამბოლის კონვენციიდან…

Posted by ნინო წილოსანი • Nino Tsilosani on ხუთშაბათი, 30 ოქტომბერი, 2025

ცნობისათვის, ლატვიის სეიმმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მასთან ბრძოლის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციიდან – „სტამბოლის კონვენციიდან“ გასვლას ითვალისწინებს.

მედიის ცნობით, ლატვიის პარლამენტში დებატები 12 საათს გაგრძელდა. კანონპროექტს 100-წევრიან პარლამენტში მხარი 56-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 32-მა, 2-მა კი თავი შეიკავა. ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩმა კანონპროექტს ხელი ათი დღის ვადაში უნდა მოაწეროს ან ხელახლა განსახილველად სეიმს დაუბრუნოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g