„ქართული ოცნების“ დეპუტატი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი შშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას, რომლის თანახმადაც, „აშშ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში პასუხისმგებელ ან თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების პოლიტიკას აცხადებს“, სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:
„ქართული ოცნება“ – „არ ვაპირებთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტითა და უსაფრთხოებით ვაჭრობას.. სავიზო შეზღუდვებით შანტაჟი სხვა არაფერია, თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობის შეზღუდვის უხეში მცდელობა“
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკის განხორციელების დაანონსებას „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო ოფიციალური განცხადებით ეხმაურება. „ქვეყნის დამოუკიდებლობა არანაირ ვიზაზე არ იყიდება. ამისთვის ვიზაზე უარი კი არა, სიკვდილზე წავსულვართ ქართველები, რომლებიც, როგორც ჩანს, ვერა და ვერ გაგვიცნეს!“- მამუკა მდინარაძე როგორც მმართველი გუნდის მიმართვაშია აღნიშნული, „ენტონი ბლინკენის სახელით გაკეთებული განცხადება და სავიზო შეზღუდვებით შანტაჟი საქართველოს […]
„მოკლედ, თუკი საკითხი ასე დგას: ქვეყნის ინტერესების დათმობა ან სანქციები, პასუხი ერთმნიშვნელოვანია – ვამაყობ რომ ვემსახურები ჩემს ქვეყანას“. – წერს ნინო წილოსანი.
ვრცლად უმრავლესობის დეპუტატების გამოხმაურებები შესაძლო სანქცირებაზე:
ალუდა ღუდუშაური სანქციებზე: „სელფებს ყაზბეგში გადავიღებ“
მოკლედ, თუკი საკითხი ასე დგას: ქვეყნის ინტერესების დათმობა ან სანქციები პასუხი ერთმნიშვნელოვანია – ვამაყობ რომ ვემსახურები ჩემს ქვეყანას 🇬🇪🇬🇪🇬🇪
Posted by ნინო წილოსანი • Nino Tsilosani on Friday 24 May 2024