LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Nissan აშშ-ში 2 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

107
Nissan აშშ-ში 2 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

Nissan ამერიკულ ქარხნებში მასშტაბური შემცირებებისთვის ემზადება. იაპონური კომპანია დაახლოებით 2 ათასი ადამიანის გაშვებას აპირებს. ეს ადამიანები აშშ-ში არიან დასაქმებული და მათ შემცირებასთან ერთად წარმოებაც 25%-ით მოიკლებს.

Nissan შემცირებებს მისისიპის და ტენესის შტატებში იწყებს და ამ დროისთვის ამ ქარხნების კონვეიერებიდან წელიწადში მილიონამდე ავტომობილი ჩამოდის.

აღსანიშნავია, რომ ეს ბოლო პერიოდში გამოცხადებული პირველი შემცირება არ არის. გასულ წელს Nissan-მა აშშ-ში დაახლოებით 500 თანამშრომელი გაათავისუფლა. გარდა ამისა, მწარმოებელმა 500 მილიონ დოლარიანი ინვესტიცია გააუქმა, რაც ელექტროქარებზე მოთხოვნის ვარდნას უკავშირდებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები