LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Nissan-ის ავტომობილები აზრების ამოცნობას შეძლებენ

112

ლას-ვეგასში, სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენაზე CES, კომპანია ნისანი ტექნოლოგია Brain-to-Vehicle-ს წარმოადგენს, რომელიც ავტომობილის მართვის საშუალებას ფიქრის ძალით იძლევა. სისტემის მუშაობის დემონსტრირება, სპეციალურ სიმულატორზე იქნება შესაძლებელი.

როგორც ნისანში ამბობენ, ახალი ტექნოლოგია საშუალებას მოგვცემს მართვისგან მეტი სიამოვნება მივიღოთ. სპეციალური მოწყობილობის საშუალებით, რომელიც მძღოლმა თავზე უნდა ჩამოიცვას, ელექტროობა წინასწარ გამოიცნობს, კონკრეტულად რა ქმედებას ჩაიდენს უახლოეს მომავალში ადამიანი.

წამის მეასედებში სისტემა ამოიცნობს, მაგალითად, რომელ მხარეს სურს საჭის მოტრიალება, სურს შეანელოს, თუ აასწრაფოს. ამ მონაცემების შესაბამისად, ელექტრონული დამხმარეები წინასწარ შეემზადებიან საჭირო მოქმედებისთვის და მას უფრო სწრაფად შეასრულებენ. მაგალითად, მსგავსი ტექნოლოგია ექსტრემალური დამუხრუჭებისას, ან დაბრკოლების მკვეთრი არიდების მცდელობისას, რეაქციის სისწრაფის დროს შეამცირებს.

გარდა ამისა, სისტემა B2V ავტოპილოტირების სისტემასაც აუმჯობესებს. ელექტროობა იგებს, რას გრძნობს ადამიანი, მაგალითად, თუ მგზავრობისგან დისკომფორტი აქვს, ია მართვის სტილს შეცვლის და მოძრაობის ყველა რეჟიმს გადააწყობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები