LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Nissan-მა რუსეთიდან 100 000 ავტომობილი გამოიწვი

63

Nissan-მა რუსეთიდან კიდევ 100 000 ავტომობილი გამოიწვია. ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, საუბარი 2009-2012 წლებში გამოშვებულ მოდელებზე, უფრო ზუსტად – 106 340 ავტომობილზეა. პრობლემა კი უსაფრთხოების ბალიშებს შეეხება, ექსპერტებმა გარკვეული გაუმართაობა აღმოაჩინეს და მის გამოსწორებაზე თავადვე იზრუნებენ. საინტერესოა, რომ უკან გამოწვევა ისეთ მოდელებს შეეხო, როგორიცაა – Almera, Teana, Navara, Tino, Patrol, Terrano II და X-Trall. ხარვეზს კომპანიის დილერები სრულიად აღმოფხვრიან და რაც ყველაზე მთავარია, ტექნიკური სამუშაოები უფასო იქნება.

შეგახსენებთ, რომ იგივე მიზეზის გამო Nissan-მა დეკემბრის თვეში ასევე Note-სა და Tiida-ს 127 738 მოდელიც გამოიწვია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები