კომპანია Nissan-ი ახალი, პატარა ზომის ელექტროქარის წარმოებას გეგმავს, რომელიც ღირსეულ ადგილს დაიკავებს იაპონური ბრენდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ელექტროქარის Leaf-ის გვერდით. აღნიშნულ იფორმაციას კომპანიის ხელმძღვანელობა ოფიციალურ საიტზე ავრცელებს. იაპონური კომპანია, როგორც ჩანს, ახალ ტენდენციებს მიჰყვება და თანდათან უფრო მეტ ელექტროძრავიან მოდელს შემოგვთავაზებს. Nissan-ის გეგმების შესახებ გამოცემა Auto Express წერს.
,,დაახლოებით 5.4 მილიარდი დოლარის ინვესტირებას ვაპირებთ ამ ბიზნესში. გვსურს, რომ განსხვავებული ტიპის ავტომობილები სწორედ კლიენტების განსხვავებულ გემოვნებას მოერგოს. ევროპაში ვაპირებთ B სეგმენტის ჰეჩბექის გამოშვებას, ასევე ელექტრო ქროსოვერის წარმოებას’’ – განაცხადა დანსმორმა.
ჯერ-ჯერობით უცნობია, რა სახელით ან რომელ სერიაში იქნება პატარა ელექტროქარი წარმოდგენილი. მოდელი 2020 წლისთვის გამოჩნდება ავტო-ასპარეზზე.