კომპანია Nissan-ის ხელმძღვანელობა, მოდელების: Nissan Qashqai-სა და Juke-ს მთლიანად ელექტრონულ ქროსოვერებად გამოშვებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიის წარმომადგენელმა – გარეტ დანსმორმა, გამომცემლობა Autocar-თან ოფიციალურად დაადასტურა.
’’ჩვენ ლიდერები ვართ ამ ეტაპზე ქროსოვერების სეგმენტში მსოფლიოს მასშტაბით და ასევე ელექტროქარების წარმოებაშიც, სამომავლოდ ჩვენ ვგეგმავთ ტექნოლოგიების კიდევ უფრო დახვეწასა და განვითარებას’’ – აღნიშნა დანსმორმა.
ტოპ-მენეჯერის თქმით, კომპანიის ძირითადი ამოცანაა შეიქმნას ახალი პლათფორმა სპეციალურად ასეთი ავტომობილებისთვის.
როგორც მანამდე ’’Nissan”-მა განაცხადა, მათ შეიმუშავეს მოდულური არქიტექტურა, რომელსაც შეუძლია ააგოს როგორც ავტომობილები, ასევე შიგაწვის ძრავები, რომლისთვისაც თავსებადი იქნება ასევე ელექტრო მახასიათებლის მხარდაჭერაც. მოსალოდნელია, რომ ავტომობილები, რომლებიც ამ ეტაპზე დაანონსდა, მსოფლიო ავტობაზარზე უფრო მალე გამოჩნდება, ვიდრე ამას ავტომოყვარულები ელოდებიან.
გარდა ამისა, დანსმორმა განმარტა, რომ იაპონური კომპანია გადახედავს კომპაქტური ელექტროქარების მთლიანი ’’ოჯახის’’ წარმოების შესაძლებლობას.