LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Nissan ტოკიოს ავტოშოუზე სამი განახლებული ავტომობილით წარსდგება

51

კომპანია Nissan ტოკიოს ავტოშოუზე ერთდროულად სამი განახლებული ავტომობილით X-trail, juke და Sentra წარდგება.

განახლებული მოდელები კომპანიის მიერ შექმნილი თანამედროვე აეროდინამიული შასით დამზადდება, რომელიც მომავალში წარმატების გრანტი იქნება. გარდა ამისა შეიცვლება ავტომობილების დიზაინი და ინტერიერიც. განახლებული ავტომობილები Nissan-ის გარდა Nismo-ს ლოგოსაც მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ Nismo-ს არაერთი ავტომობილის დამზადებაში მიუძღვის თავის წვლილი, მაგალითისთვის Nissan Z350 Nismo საკმარისი იქნება. როგორც Nissan-ში აცხადებენ, განახლებული ავტომობილები ნახევრადსპორტული იქნება, თუმცა, ძირითად მახასიათებლებს აუცილებლად შეინარჩუნებენ.

დამატებით ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ხმაურდება, თუმცა, იანვარში Nissan-ი Sentra-სა და Juke-ს კონცეპტუალური მოდელების პრეზენტაციას გეგმავს, რომლებიც განახლებული აგრესიული დიზაინის გარდა, გაძლიერებული ძრავითაც დაამახსოვრდება მომხმარებელს. გარდა ამისა, Nismo იაპონიაში ორ ავტომობილს წარადგენს, გამარიაჟებულ Nissan Note Nismo  და Nissan Serena Nismo.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები