LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიუ-იორკის პოლიცია კრიმინალს რობოტი ძაღლებით შეებრძოლება

129
11nypd-tech-jckb-superJumbo

აშშ-ში, ნიუ-იორკის შტატის პოლიცია სისხლის სამართლის დანაშაულს ინოვაციური მეთოდით – რობოტი ძაღლებით შეებრძოლება. ქალაქის მერის განცხადება New York Times-მა გაავრცელა.

პოლიცია რკინის ძაღლებს უბრალო პატრულირებისთვის არ გამოიყენებს და ისინი იმ შემთხვევებში გააქტიურდებიან, როცა დაზვერვა იქნება საჭირო ან როცა ბოროტმოქმედები მძევალს აიყვანენ, ასევე ტერორისტული თავდასხმის საშიშროების დროს.

აღსანიშნავია, რომ რობოტების პროგრამა აშშ-ში რამდენიმე წლის წინ დაიწყო, თუმცა ბევრი კრიტიკის შემდეგ გაუქმდა. არადა ქალაქის მერი ამტკიცებს, რომ პოლიციაში რობოტებს ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორც თავის დროზე თითების ანაბეჭდების ტექნოლოგიის დანერგვას ჰქონდა.

ნიუ-იორკის პოლიცია დასაწყისისთვის 2 რობოტ ძაღლს დაასაქმებს და პროექტის ღირებულება 750 ათასი დოლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები