ნიუ-იორკში მომხდარ აფეთქებასთან კავშირში ეჭვმიტანილი აჰმად ხან რაჰამი დაკავებულია.
CNN-ის ინფორმაციით, ბრალდებული პოლიციამ ნიუ-ჯერსის ქალაქ ლინდენში აიყვანა.
გავრცელებული ინფორმაციით დამნაშავე გაქცევას ცდილობდა, რა დროსაც ის სამართალდამცავებმა დაჭრეს.
აჰმად ხან რაჰამი წარმოშობით ავღანელია.
შეგახსენებთ, ნიუ-იორკში, ქვემო მანჰტენის ჩელსის რაიონში ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შედეგად 29 ადამიანი დაშავდა.
