LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნივთები, რომლებიც აუცილებლად დაგვჭირდება დისტანციური რეჟიმის პირობებში – რჩევები „გრანდ ელექტრონიქსისგან“

109
დისტანციური-მუშობა-სამზარეულოში-715x400

2020 წლის ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად, ჩვენ წელს უკვე მეორედ მოგვიწია გადავსულიყავით უჩვეულო, დისტანციურ რეჟიმზე და კვლავ დავმეგობრებოდით ტექნიკასა და ნივთებს, რომელთაც, ჩვეულებრივ, სახლში იშვიათად ვიყენებდით.

ბევრმა ჩვენგანმა სწორედ დისტანციური მუშაობის პერიოდში აღმოაჩინა, რომ ის სასუსნავები, რომლებიც ყველას ასე ძალიან გვიყვარს, სახლშიც მზადდება, თანაც, მარტივად, სწრაფად და, რაც მთავარია, მეტად უფრო ჯანსაღი შედეგით.

როგორ იწყება დილა დისტანციურად მუშაობის დროს?

მოდით, ყველამ ვაღიაროთ, რომ დილით ადგომის დრომ საგრძნობლად გადაიწია წინ, რადგან შეგვიძლია, სამსახურში „მისვლამდე“ 15 წუთით ადრე გავიღვიძოთ. თუმცა ნუ დაგვავიწყდება, რომ ჯანსაღი საუზმე დღის იდეალურად დაწყების გარანტი და ჩვენი ფიზიკური თუ მენტალური ჯანმრთელობის  შენარჩუნებისათვის მნიშვნელოვანი ელემენტია.

საუზმე

რა გვჭირდება იმისათვის, რომ ჩვენი დღე ენერგიულად, სეროტონინის მოზღვავების ფონზე დაიწყოს? რა თქმა უნდა, ელექტროჩაიდანი ან ყავის აპარატი განსაკუთრებული ყავის მოყვარულებისთვის! ხოლო მათთვის, ვინც დილის უფრო ნოყიერი საუზმით დაწყებას არჩევს, ტოსტერი, სენდვიჩმეიქერი ან ბლინების ტაფაა იდეალური გამოსავალი მარტივი საუზმეულის სწრაფად მოსამზადებლად.

სადილი

დღეს, ისე როგორც არასდროს, დავაფასეთ დედები. ჩვენ ხომ, ძირითადად, კერძის მომზადებაზე დროს არ ვკარგავთ ხოლმე. შესვენება კი როგორც ოფისში, ისე სახლიდან მუშაობის დროს 1-საათიანია და, თანაც, ეს ძვირფასი დრო დასვენებისთვისაა გამოყოფილი და არა დასაღლელად, ამიტომაც ამ ერთ საათში სრულყოფილი კერძის მომზადებისა და მირთმევის მოსწრება შეუსრულებელ მისიათა რიცხვს შეგვიძლია მივაწეროთ. თუმცა ამ პრობლემის გადასაჭრელად მულტისახარში ქვაბი ან აეროგრილი იდეალური გამოსავალია. სანამ ჩვენ Zoom-ით შეხვედრას ვმართავთ, შეგვიძლია საყვარელი ბოსტნეული და ხორცი აეროგრილზე მოვათავსოთ და საქმეს მივუბრუნდეთ, ან მულტისახარშ ქვაბში მოვხარშოთ ხორცეული და გარნირად ბრინჯი, კუსკუსი ან ბოსტნეულიც იქვე ჩავულაგოთ, შემდეგ კი უშფოთველად განვაგრძოთ სამუშაოს კეთება, რადგან გვეცოდინება, რომ არაფერი დაიწვება, არაფერი გადაიხარშება, ქვაბიდან წყალი არ გადმოიღვრება. და იმ დროისთვის, როდესაც ჩვენი შესვენების დრო მოვა, ისღა დაგვრჩება, რომ მათ საყვარელი სანელებლები მოვაყაროთ და მივირთვათ: თან ჯანსაღად, თან – გემრიელად

ვახშამი

სამსახურის დასრულების შემდეგ ჩვენი ტემპი ნელდება. დისტანციურად მუშაობის პარალელურად, სხვა სოციალურმა აქტივობებმაც სახე იცვალეს, ახლა იუბილარ მეგობრებს ვთხოვთ სურვილი ჩაუთქვან სანთელს, რომელსაც ეკრანის ჩვენი მხრიდან, ჩვენვე შევუბერავთ სულს და ჩავაქრობთ მათთვის. ამ და სხვა სახის ვირტუალური შეკრებებისათვის დაგვჭირდება პლანშეტი, რომ Zoom-ში ახლა უკვე მეგობრებს ჩავერთოთ, საყვარელი სასუსნავები, სასმელი და დისტანციური დინამიკი (რატომაც არა?!), რათა მუსიკით სასიამოვნო განწყობა შევიქმნათ.

ხოლო ის, რაც დისტანციურ რეჟიმზე სრულფასოვანი გადაწყობისათვის ახლავე და აუცილებლად დაგჭირდებათ, ერთად თავმოყრილი შეგიძლიათ იპოვოთ www.grandel.ge-ზე. დაათვალიერეთ ტექნიკა, რომელზეც უკვე წინასაახლწლო, განსაკუთრებული ფასები მოქმედებს და შეარჩიეთ პროდუქტი, რომელიც კომფორტს შეგიქმნით!

R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g