LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოდარ მგალობლიშვილი მახათას მთაზე პანთეონში დაკრძალეს

968
Untitled

ნოდარ მგალობლიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მარჯანიშვილის თეატრის მთავარ სცენაზე ჩატარდა. მსახიობი უკანასკნელ გზაზე ახლობლებმა და კოლეგებმა გააცილეს. პანაშვიდზე იმყოფებოდნენ თბილისის მერი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები. ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი 87 წლისა გარდაიცვალა. მის კარიერას არაერთი როლი უკავშირდება. ნოდარ მგალობლიშვილს მახათას მთაზე პანთრონში დაკრძალეს.

მგალობლიშვილმა 1954 წელს, სწავლის დამთავრების შემდეგ, მუშაობა დაიწყო კოტე მარჯანიშვილის დრამატულ თეატრში. მისი ადრეული პერიოდის როლებიდან გამოირჩევა მაქსიმ გორკის „ფსკერზე“, ჰენრიკ იბსენის „მოჩვენება“. უფრო მოგვიანებით, ლეო ქიაჩელის „ჰაკი აძბა“, იაგოს როლი უილიამ შექსპირის „ოტელოში“, თეიმურაზ ხევისთავი მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნებში“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g