LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოდიკო ტატიშვილი: „ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ჩასვლით ქართველი ემიგრანტები გავახარე, ემიგრანტებისთვის მოწყობილ კონცერტს სულ სხვა ემოცია აქვს, რადგან სიხარულთან ერთად სევდასაც გრძნობ მაყურებლისგან”

318
nodiko-tatishvili

21 ნოემბერს რადიო „ფორტუნას“ და გადაცემა „არტ-FM“-ს ნოდიკო ტატიშვილი სტუმრობდა, რომელმაც ამერიკაში გამართულ კონცერტებზე და სიახლეებზე ისაუბრა.

„23 ნოემბერს, გიორგობის დღეს მე და სალომე ბაკურაძე ჩვენს ბენდთან ერთად წარვდგებით მსმენელის წინაშე „ოტიუმში“ – ნოდიკო ტატიშვილი „არტ-FM“-ში

ამერიკაში სახელმწიფო დეპარტამენტის წყალობით გავემგზავრე, რომელმაც ექსტრაორდინარული ტალანტის არტისტის სტატუსი მომანიჭა. ალბათ გასაგებია, რომ ამგვარი სტატუსის მიღება, რომელიც მხოლოდ ხელოვანებს, მეცნიერებს და სპორტსმენებს ენიჭებათ, ძალიან რთულია, თუმცა დიდი პატივია.სტატუსი ამერიკაში მუდმივად ცხოვრების და მუშაობის უფლებას გაძლევს ანუ ნებისმიერ დროს შეგიძლია ჩასვლა და საქმიანობა, მთავარია იქაური წესები და კანონები არ დაარღვიო. ძალიან გამიმართლა, რადგან ამერიკაში ჩემს უახლოეს მეგობრებთან და მათ შვილთან – ლაზარესთან ერთად ვცხოვრობდი, რომელიც ჩემი ნათლულია. სხვათა შორის, 31 ნათლული მყავს, თუმცა ძალიან იშვიათად ვახერხებ მათ ნახვას.

ამერიკაში ორი კონცერტი მოვაწყვე და ძალიან კარგი ანაზღაურება მივიღე. რა თქმა უნდა, ამერიკაში შეუძლებელია სტაბილური შემოსავლის გარეშე ცხოვრება, ამიტომ მუდმივი სამუშაოა საჭირო, ყოველ თვე კონცერტების გამართვა კი შეუძლებელია. გაზაფხულზე ისევ მივდივარ, თუმცა ამჯერად ჯერ კანადაში, ტორონტოში გავმართავ კონცერტს, მერე ამერიკის რამდენიმე ქალაქში. სხვათა შორის, იგივე სტატუსი აქვს ნინი შერმადინს, რომელმაც მოქალაქეობაც მიიღო. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ჩასვლით ქართველი ემიგრანტები გავახარე. ემიგრანტებისთვის მოწყობილ კონცერტს სულ სხვა ემოცია აქვს, რადგან სიხარულთან ერთად სევდასაც გრძნობ მაყურებლისგან.

ამერიკაში სიმღერის ჩაწერა და კლიპის გადაღებაც მოვასწარი, რომელიც ჩემი მეგობრების წინასწარმეტყველებით აუცილებლად ჰიტი გახდება. ვიდეო ზურა ქირიამ გადაიღო, რომელიც ჰოლივუდში მუშაობს. ზურამ სამი დღე გამომიყო, ამიტომ შესვენების გარეშე ვიმუშავეთ და მართლაც ფანტასტიკური კლიპი გავაკეთეთ, რომლის პრემიერა თებერვალში შედგება აუცილებლად კინოთეატრში, რადგან ძალიან ჰგავს პატარა ფილმს.

წასვლის წინ ერთ-ერთ ჟურნალს მივეცი ინტერვიუ, რომელიც ძალიან უცნაური სათაურით – „ნოდიკო ტატიშვილმა საქართველო დატოვა“ დაიბეჭდა. ყველამ აიტაცა და ჩათვალა, რომ მართლაც სამუდამოდ წავედი, ამიტომ ძალიან მოულოდნელად ჩამოვედი. მშობლებმაც არ იცოდნენ, გზიდან დავურეკე და ვუთხარი, რომ სახლში ვბრუნდებოდი. დედას წნევამ აუწია, მამა შოკში ჩავარდა, მაგრამ ორივე ძალიან გავახარე, საერთოდ მიყვარს სიურპრიზები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები