დუეტ „ლეონის“ წევრები – ლევან წვერავა და ნინი კენჭიაშვილი შვილთან, ნოესთან ერთად, გადაცემას „დღის პოსტი“ ესტუმრნენ.
მათ გადაცემაში ისაუბრეს როგორც თავიანთ კარიერაზე, ისე შვილთან ურთიერთობაზე.
„ჩვენი დილა, როგორც წესი, კარგ განწყობაზე იწყება. ძირითადად ვცდილობთ ნოე ჩვენთან ერთად იყოს, თუ ვერ მიგვყავს სხვადასხვა გასტროლზე ბებოსთან ან ძიძასთან ვტოვებთ.
თუმცა, შეძლებისდაგვარად, ნოე ყველგან თან მიგვყავს. ვიდეოების გადაღება სპონტანურად დავიწყეთ – ნოეს ხასიათისა და ჩვენი დატვირთული გრაფიკის შესაბამისად. მას ეს პროცესიც დიდ სიამოვნებას ანიჭებს, ჩვენც გულწრფელი სიხარულით ვიღებთ ამ გამოცდილებას. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ყველაზე პოპულარული ვიდეოები სწორედ ნოეს მონაწილეობით შეიქმნა.
შეიძლება ითქვას, რომ ის ჩვენი თილისმა და ნამდვილი მარგალიტია. ნოე 10 წლის ნანატრი შვილია და უფრო მეტად შეიყვარა ჩვენმა მსმენელმა.“
ვიდეო: „მე და შენ“ – დუეტი „ლეონის“ მორიგი შთამბეჭდავი გამოჩენა ეკრანზე
ვიდეო: დუეტი „ლეონის“ ახალი სიმღერა და ლევან წვერავას რომანტიკული კოცნა მხარზე მეუღლეს
🔹👼🏻 ნოე 10 წლის ნანატრი შვილია და უფრო მეტად შეიყვარა ჩვენმა მსმენელმა – ნინი კენჭიაშვილი 🔹 📹სპონტანურად დავიწყეთ ვიდეოების გადაღება, ასეთ შედეგს არ ველოდით – ლევან წვერავა 🔹 ჩვენი დილა ყოველთვის კარგი განწყობით იწყება, შეძლებისდაგვარად ნოე ყველგან დაგვყავს #ნინიკენჭიაშვილი #ლევანწვერავა #ნოეწვერავა
Posted by დღის პოსტი / Dgis Posti on ორშაბათი, 23 ივნისი, 2025