ამერიკის კინოხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიამ „ოსკარის“ ნომინაციაზე „საუკეთესო სპეცეფექტების“ კანდიდატთა რიცხვი შეამცირა.
სულ სიაში 20 ფილმი მოხვდა, მათ შორის „უცხო“, „მზეთუნახავი და ურჩხული“, „სამართებელზე მორბენალი 2049“, „დიუნკერკი“, „მოჩვენება ჯავშანში“, „გალაქტიკის მცველები 2“, „ჯუმანჯი: ჯუნგლების ძახილი“ და ა.შ.
ამათ გარდა, ნომინაციის მოპოვებას ასევე „სამართლიანობის ლიგა“, „ლოგანი“, „კარიბის ზღვის მეკობრეები: მკვდრები ზღაპრებს არ ყვებიან“, „ადამიანი-ობობა“, „თორი“, „ვალერიანი და ათასი პლანეტის ქალაქი“, „მაიმუნების პლანეტა: ომი“, “საოცრება-ქალი” და ა.შ.
დეკემბერში აღნიშნული სია 10 ფილმამდე შემცირდება. ნომინანტების საბოლოო სია 23 იანვარს გამოქვეყნდება.