პაატა ბურჭულაძე აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სამართლიანი სასამართლოს უფლება უნდა მიეცეს. მისივე განმარტებით, სააკაშვილს უფლება აქვს დაესწროს მის სასამართლო პროცესებს.
ბურჭულაძე „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, ნუ ეშინიათ ოპოზიციასში გადასვლის.
„ყველაზე მთავარია, ჩატარდეს სამართლიანი სასამართლო, მიეცეს მიხეილ სააკაშვილს სასამართლოზე დასწრების უფლება. ნუ ეშინია “ქართულ ოცნებას” ოპოზიციაში გადასვლის, უნდა გადავიდეს წყნარად. დღეს ვინც არის მთავრობაში, არც ერთი არ ყოფილან ოპოზიციაში, ჰგონიათ, რომ მოვიდნენ დასხდნენ მთავრობაში ასე იქნებიან მთავრობაში მთელი ცხოვრების განმავლობაში, ასე არ არის ბატონებო. მოხვედით, ვერ გაამართლეთ, ხალხმა გადაგირჩიათ“,- ამბობს პაატა ბურჭულაძე.
