LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუ გველაპარაკება ევროპულ სტანდარტებზე ის, ვინც სტრასბურგს 53 საქმეზე ჰყავს გასამართლებული – იონათამიშვილი

137
sdyw

ვფიქრობ, სამართლიანობის დაცვა მოითხოვს, რომ განურჩევლად ჩვენი სოციალური და პოლიტიკური სტატუსისა, ვინც ჩადის დანაშაულს, მან პროპორციულად და სამართლიანად პასუხი აგოს ამ დანაშაულის ჩადენის გამო, – ამის შესახებ ფრაქციის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.უმრავლესობის ლიდერი მიიჩნევს, რომ ქართულ ოცნებას ნაციონალური მოძრაობა ევროპულ სტანდარტებზე არ უნდა ელაპარაკებოდეს, რადგან სტრასბურგში ისინი 53-ჯერ გაასამართლეს.

“მოვუწოდებ და ვურჩევ მათ, რომ დაიცვან შეთანხმების პირველი ნაწილიც და მიიღონ მონაწილეობა და შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები”, — თქვა რატი იონათამიშვილმა.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს საფრთხე არ ემუქრება და ის აუცილებელად განხორციელდება.

“მოუმატებს ხელისუფლება აბაროტებს?! ჩვენი მხრიდანაც იგივე იქნება” – ირაკლი ოქრუაშვილი

„საბოლოოდ, საზოგადოება არჩევნების გზით აკანონებს სამართლიანობას, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოსახლეობა წერტილს დაუსვამს ამ დისკუსიებს და მკაფიოდ გამოჩნდება თუ ვინ იმსახურებს საზოგადოების მხარდაჭერას და ვინ ემსახურება მხოლოდ საკუთარ მერკანტილურ ინტერესებს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

შეგახსენებთ, რამდენიმეთვიანი პატიმრობის შემდეგ, გიგი უგულავამ და ირაკლი ოქრუაშვილმა ციხე ღამით დატოვეს. მათ გათავისუფლებამდე 2 საათით ადრე კი იყო პრეზიდენტის განცხადება, რომელმაც საზოგადოებას ტელეეთერით შეატყობინა, რომ უგულავას და ოქრუაშვილს იწყალებს და გადაწყვეტილება მხოლოდ მისი პასუხისმგებლობაა. პრეზიდენტის გამოსვლას მალევე მოჰყვა განცხადებები პოლიტიკურ სპექტრში.

“ბოქსირებული განყოფილებიდან გამოვედი” – უგულავას პირველი კომენტარი საპატიმროს დატოვების შემდეგ

magti 5g