LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუ ვაქცევთ თბილისს კორპუსებში ჩატანებული ადამიანების ქალაქად – შორენა მარგისაშვილი

183
iStock-83730747-LARGE-1-2

ჟურნალისტი შორენა მარსაგიშვილი, მშენებლობაზე 16 წლის ბიჭის გარდაცვალებას ეხმიანება. ის წერს, რომ თბილისის თითქმის ყველა კორპუსის მშენებლობას, თითო ადამიანი მაინც შეეწირა, ეს კი იმიტომ, რომ კომპანიები ფულს ადამიანების სიცოცხლის ხარჯზე ზოგავენ. 

მისი ტოლები ზაფხულის არდადეგების გასატარებლად რომ წავიდნენ, ეს მშენებლობაზე მოკვდა - თეო გილიგაშვილი

დედის სარჩენად თბილისში, მშენებლობაზე სამუშაოდ ჩამოვიდა და პირველი ხელფასის აღებამდე ლიფტის შახტაში მოკვდა.

ჟურნალისტი პასუხისმგებლობას საზოგადოებასაც აკისრებს და ამბობს, რომ ამ საკითხზე პროტესტი ყველას ერთად რომ გამოეთქვა, ეს არასრულწლოვანიც ცოცხალი იქნებოდა და ბევრი სხვა მუშაც.

“ლეგენდა სურამის ციხეზე ყველას გვსმენია – ცოცხალი ბიჭი რომ ჩაატანეს ციხის კედლებში. და ალბათ ვერასდროს წარმოვიდგენდით, რომ ოცდამეერთე საუკუნეში თბილისში თითქმის ყველა კორპუსი სურამის ციხედ იქცეოდა.

თითქმის ყველა კორპუსის მშენებლობიდან გადმოვარდა მუშა და გარდაიცვალა.

კვირა არ გავა მშენებარე კორპუსიდან მუშა არ გადმოვარდეს და არ გარდაიცვალოს. ჩვენ ვზივართ და ცხედრებს ვითვლით. 

ვინ არის ტრაგედიას გამოქცეული 16 წლის ბიჭი, რომელიც მშენებლობაზე დაიღუპა

არასრულწლოვანმა პირველი ხელფასის აღებაც ვერ მოასწრო...

16 ივლისს მშენებლობაზე დაღუპული 16 წლის ბიჭის ამბავმა ყველა შეძრა. ბავშვის, რომლის ძმამაც რამდენიმე წლის წინ თავი მოიკლა. მამამ ამხელა ტრაგედიას ვერ გაუძლო და შვილის საფლავზე მოიკლა თავი.

შრომის უსაფრთხოების წესების გამკაცრება ყველას ერთად რომ მოგვეთხოვა, ეს პატარა ბიჭიც ცოცხალი იქნებოდა და ბევრი სხვა მუშაც.

უბედური შემთხვევებისგან არავინ არ არის დაზღვეული, მაგრამ სტატისტიკის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ეს არის არის შემთხვევითობა. ეს მავნებლობაა. ვიღაც გაღორებული ტიპები ფულს ადამიანების სიცოცხლის ხარჯზე ზოგავენ.

ხელისუფლება თუ არაფერს აკეთებს, ჩვენ შეგვიძლია ზეწოლა – ბოიკოტი გამოვუცხადოთ იმ კომპანიებს, ვისი უყურადღებობითაც მუშები იღუპებიან.

ნუ ვაქცევთ თბილისს კორპუსებში ჩატანებული ადამიანების ქალაქად.

ისედაც თითქმის ყველა ახალი კორპუსის მშნებლობას თითო ადამიანი მაინც შეეწირა”, – წერს ჟურნალისტი.

სამშენებლო სამუშაოებზე, გუშინ გარდაცვლილი 16 წლის ბიჭის გამო, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან აქცია იგეგმება. 

მშენებლობაზე 16 წლის ბიჭის გარდაცვალების გამო აქცია იგეგმება

ორგანიზატორებს აინტერესებთ რა ხედვა აქვს ჯანდაცვის ახალ მინისტრს არსებულ კრიზისულ ვითარებაში.

აქციის მონაწილეები სამინისტროს შენობასთან პარასკევს 14:00 საათზე შეიკრიბებიან.

ისინი მომხდარზე ახალი მინისტრის კომენტარს ელიან. ორგანიზატორებს აინტერესებთ რა ხედვა და გეგმა აქვს მას არსებულ კრიზისულ ვითარებაში.

თბილისში, დოლაბაურის ქუჩაზე გარდაცვლილი მუშა, 16 წლის გიორგი ბეშკენაძეა. არასრულწლოვანი დედასთან ერთად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმრიანში ცხოვრობდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ოჯახი საკმაოდ გაჭირვებულია.

სოციალური პირობების გამო, გიორგი თბილისში, მშენებლობაზე სამუშაოდ ჩამოვიდა, თუმცა არასრულწლოვანმა პირველი ხელფასის აღებაც ვერ მოასწრო და სიცოცხლე ლიფტის შახტში დაასრულა [სამშენებლო ლიფტის დემონტაჟის დროს ბაგირი გაწყდა, რასაც ტრაგედია მოჰყვა].

 

mazda magti 5g