„ნუ წაართმევთ ჩვენ შვილებს ჯანმრთელობის უფლებას“ – ამ მოწოდებით აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დედები პარლამენტთან მივიდნენ. მათ სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.
მოგვიანებით, საპროტესტო აქცია ისევ კანცელარიასთან გადაინაცვლებს.
ვიდეო: „აბღავებული დედები გვნახა დომენიკ მანგომ და დამირეკა, მე ამ თანხას ვიშოვიო… ვუთხარი – არა! დაფინანსება მხოლოდ სახელმწიფოსგან გვჭირდება – შეგროვებულ თანხას გადავცემთ აქონდროპლაზიით დაავადებული ბარბარეს უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს“ – ქეთევან ბეგიაშვილი
შეგახსენებთ, რომ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები უკვე რამდენიმე დღეა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ და მთავრობისგან ითხოვენ, დააფინანსოს დიაგნოზის სამკურნალო მედიკამენტი „ვოსორიდიტი“.
ფოტო: ინტერპრესნიუსი
„იოსელიანს პირადად მინდა ვუთხრა – ყველაზე სამარცხვინო კაცი ხარ! განცხადებას აკეთებ, რომ პოლიტიკოსებთან ერთად არ მოხვალ, საერთოდ, იცი ვინ ხარ? რა თანამდებობაზე ხარ?“ – ნანკა კალატოზიშვილი
„ეს ჩემი საქმიანობის ნაწილი არ არის, რომ პოლიტიკოსებთან ერთად აქციაზე მივიდე – მშობლებთან მივალ“ – ომბუდსმენი აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების აქციაზე
„უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, აქაც ცდილობენ, ეს უმწიკვლო, უმწეო ბავშვები წინ დაიყენონ “ – პრემიერმა აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების აქციას პოლიტიკური კამპანია უწოდა
ნინო ლომჯარია: „ჩავიცვათ საწვიმრები, დავიხუროთ ქოლგები და დავუდგეთ იმ დედებს გვერდით, ვინც შვილებისთვის ითხოვენ წამალს!“
„პრემიერმა გვითხრას – წირავს ჩვენს შვილებს სამუდამო ტანჯვისთვის თუ ჯანმრთელობის უფლებას აძლევს.. რა გახდა რომ 20 წუთი შეგვხვდეთ?!“ – აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები