LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუცა ბუზალაძემ ალბომი „გრემის“ მფლობელ პროდიუსერთან ერთად ჩაწერა: „ჩავიკეტეთ სტუდიაში, ერთად ვწერდით და ვქმნიდით სიმღერებს…“

219
cd943415-c8a9-4898-b5e6-f6d51ed897fe

ნუცა ბუზალაძის ახალი მცირე ალბომი, რომელიც რამდენიმე კომპოზიციას შეიცავს, „გრემის“ მფლობელ პროდიუსერთან ჩაწერა, რომელსაც უკვე წლებია იცნობს და ენდობა. ნუცა სამუშაო პროცესის ამსახველ ფოტო და ვიდეომასალას გვიზიარებს და წერს:

„ლოს ანჯელესში 2026 წლისთვის ჩემს EP-ზე მუშაობა უკვე დავასრულეთ 🎶 ძალიან მადლიერი ვარ, რომ სტუდიაში ვიმუშავე საოცრად ნიჭიერ, გრემის მფლობელ პროდიუსერ ბენისთან, ადამიანთან, რომელსაც უკვე თითქმის ექვსი წელია ვიცნობ და ვენდობი. ეს პროცესი ჩემთვის განსაკუთრებული იყო.

ჩავიკეტეთ სტუდიაში, ერთად ვწერდით და ვქმნიდით სიმღერებს, რომლებიც ჩემს ისტორიებს ჰყვება, იმ ისტორიებს, რომლებიც მზად ვიყავი, მუსიკაში გადამეტანა. ვერ ვითმენ, როდის მოისმენთ იმას, რაც ერთად შევქმენით…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g