4 წლის ნუცა გაგნიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას გენეტიკური დაავადება – თირკმლის პოლიცისტოზი დაუდგინდა და სასწრაფო გადაუდებელი ოპერაცია ესაჭიროება.
როგორც „რაჭის ახალგაზრდული ასამბლეის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ოპერაცია საქართველოში არ კეთდება, რის გამოც პატარა ნუცა სასწრაფოდ საჭიროებს უცხოეთში მკურნალობას:
„გავერთიანდეთ პატარა ნუცასთვის!
რაჭველებო და ყველა ჩვენო გულშემატკივარო, ძალიან გთხოვთ, დავეხმაროთ პატარა ნუცას, ერთად შევძლებთ გადავარჩინოთ პატარა ანგელოზის სიცოცხლე. მაშინ როცა ყოველი დღე, ყოველი საათი და ყოველი წუთი მნიშვნელოვანია, გავერთიანდეთ სიცოცხლისთვის, სიყვარულისთვის, ნუცასთვის.
ნუცას მამა 2 წლის წინ გარდაეცვალა ავტოკატასტროფაში, იზრდება დედასთან და პატარა ძამიკოსთან ერთად.
ჩვენს პატარა ანგელოზს დაუდგინდა გენეტიკური დაავადება თირკმლის პოლიცისტოზი, სჭირდება სასწრაფო გადაუდებელი ოპერაცია. რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა ღვიძლის სანაღვლე სადინრების ანთება.
საქართველოში არ კეთდება აღნიშნული დაავადების ოპერაცია, რის გამოც პატარა ნუცა სასწრაფოდ საჭიროებს უცხოეთში მკურნალობას. ერთად დავეხმაროთ ნუცას.
გიზიარებთ საბანკო ანგარიშებს:
საქართველოს ბანკი: GE36BG0000000469369000
ლიბერთი ბანკი: GE19LB0711189587982000
მიმღები: სალომე ქოჩლაძე (ნუცას დედა)“, – წერია ინფორმაციაში.
გავერთიანდეთ პატარა ნუცასთვის‼️
რაჭველებო და ყველა ჩვენო გულშემატკივარო, ძალიან გთხოვთ დავეხმაროთ პატარა ნუცას , ერთად…
Posted by რაჭის ახალგაზრდული ასამბლეა • Yar on ხუთშაბათი, 04 იანვარი, 2024
ნუცა გაგნიძის შესახებ მიმართვას ავრცელებს სოციალური ქსელის კიდევ ერთი მომხმარებელი და წერს, რომ ბავშვის დედას ექიმებმა თანხის შესაგროვებლად 2 კვირის ვადა მისცეს, სხვა შემთხვევაში კი ნუცას სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება:
„ნუცას მამიკო გარდაცვლილი ჰყავს.
4 წლის ნუცას სასწრაფოდ ჩვენი დახმარება ესაჭიროება!
ნუცა გაგნიძეს რამდენიმე დღის წინ დაუდგინდა უიშვიათესი დაავადება: „ღვიძლის სანაღვლე სადინარების ანთება“, რაც დაუყოვნებლივ ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს.
ექიმებმა ნუცას მარტოხელა დედას მხოლოდ 2 კვირის ვადა მისცეს თანხის შესაგროვებლად, სხვა შემთხვევაში ნუცას სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება. მედიკოსების თქმით, აღნიშნულ დაავადებაზე ოპერაცია მხოლოდ 2 ქვეყანაში, ამერიკასა და გერმანიაში კეთდება.
მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ ნუცას აქვს გენეტიკური დაავადება, რომელიც ღვიძლისა და თირკმლის გადანერგვას საჭიროებს, თუმცა ამ მომენტისთვის ნუცას ასაკი ოპერაციასთან შეუსაბამოა, ამიტომ პატარა ნუცა დაბადებიდან მუდმივად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
ნუცას მამა და ბიძა ნიკა და თორნიკე გაგნიძეები („ანსამბლ ძირიანის“ წევრები) 2 წლის წინ რაჭაში ავტოკატასტროფას ემსხვერპლნენ. მას შემდეგ ნუცას დედა, 29 წლის სალომე ქოჩლაძე 2 მცირეწლოვან შვილს მარტო ზრდის.
#საქართველოსბანკი #GE36BG0000000469369000 მიმღები: სალომე ქოჩლაძე.
#ლიბერთიბანკი #GE19LB0711189587982000 – მიმღები: გვანცა ქოჩლაძე.
#თიბისიბანკი #GE64TB7429845061600004 მიმღები: ლია თაბუკაშვილი“, – წერს ნათია შუბითიძე სოციალურ ქსელში.
ნუცას მამიკო გარდაცვლილი ყავს …
‼️‼️‼️‼️‼️‼️‼️ 4 წლის ნუცას სასწრაფოდ ჩვენი დახმარება ესაჭიროება ! ‼️‼️‼️‼️‼️‼️ …
Posted by Natia Shubitidze on ხუთშაბათი, 04 იანვარი, 2024