LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Oasis-ის სიმღერა – Wonderwall ინგლისის საფეხბურთო ნაკრების გულშემატკივრების არაოფიციალურ ჰიმნად იქცა

134
photo-collage.png (24)

Oasis-ის 1995 წლის სიმღერა – Wonderwall მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის საფეხბურთო ნაკრების გულშემატკივრების ახალ, არაოფიციალურ ჰიმნად იქცა.

ეს ტენდენცია განსაკუთრებით მას შემდეგ გამყარდა, რაც ინგლისის ნაკრებმა მუნდიალის სადებიუტო მატჩში ხორვატიის ნაკრები ანგარიშით, 4-2 დაამარცხა.

როგორც ცნობილია, მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის წესების თანახმად, ყველა მონაწილე ქვეყანას წინასწარ სთხოვეს იმ სიმღერების სია, რომლებიც მათი მატჩების წინ და დასრულების შემდეგ უნდა ჩართულიყო.

ინგლისის ნაკრების ოფიციალურ ფლეილისტში სწორედ 90-იანების ეს ჰიტი მოხვდა, რასაც დიდი რეზონანსი მოჰყვა.

ქსელში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ შეხვედრის დასრულების შემდეგ Wonderwall ჩაირთო, ინგლისის ნაკრების ფეხბურთელები კი კაპიტან, ჰარი კეინის მეთაურობით, ტრიბუნასთან მივიდნენ და ფანებთან ერთად მისი შესრულება დაიწყეს.

ამ კადრებმა მომენტი ვირუსულად აქცია და ტრეკიც გამარჯვების სიმბოლოდ იქცა.

საინტერესო ფაქტია, რომ სიმღერის ავტორები — ძმები, ნოელ და ლიამ გალაგერები — საფეხბურთო კლუბ, ,,მანჩესტერ სიტის” თავგამოდებული ქომაგები არიან, თუმცა თავად ინგლისის ნაკრებს განსაკუთრებულ მხარდაჭერას არასდროს უცხადებდნენ. მიუხედავად ამისა, მათმა შემოქმედებამ მაინც მთელი ინგლისის საფეხბურთო კულტურა გააერთიანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები