LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, დაილუქა 109 კგ ქათამი…“ – თერჯოლის რაიონში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოვლინდა

196
სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა თერჯოლის რაიონის სოფელ ეწერში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, დაილუქა ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული 109 კგ ქათამი. მათივე ცნობით, ინდმეწარმე დაჯარიმდა კანონმდებლობის შესაბამისად და შეუჩერდა საწარმოო პროცესი:

„სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა თერჯოლის რაიონის სოფელ ეწერში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს. სახელმწიფო კონტროლის შედეგად, ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, გამოვლინდა საქმიანობა ბიზნესოპერატორად რეგისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე, დაილუქა ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული 109 კგ ფრინველი (ქათამი). ინდმეწარმე დაჯარიმდა კანონმდებლობის შესაბამისად და შეუჩერდა საწარმოო პროცესი. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირები სახელმწიფო კონტროლს სხვადასხვა პროფილის ბიზნესოპერატორებთან მთელი საქართველოს მასშტაბით უწყვეტად ახორციელებენ. ფრინველთა არალეგალური სასაკლაოს გარდა, მიმდინარე წელს უკვე გამოვლენილია ცხოველთა არალეგალური სასაკლაოები და ყველის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმოები, რომელთა შესახებაც ინფორმაცია საზოგადოებას უკვე ეცნობა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g