LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოცნება ამნისტიის მიღებას ისე აპირებს, არც კი იძიებს, რა მოხდა – ნაცვლიშვილი ინიციატივით გამოდის, კანონპროექტის განხილვა გადაიდოს

64
ანა ნაცვლიშვილი

პარტია “ლელოს” წევრი ანა ნაცვლიშვილი “ამნისტიის შესახებ” კანონპროექტის განხილვის გადადების ინიციატივით გამოდის.

ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარეობს.

ნაცვლიშვილის განმარტებით, “ამნისტიის შესახებ” წარდგენილი ინიციატივა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას არღვევს და იმ შემთხვევაში, თუ კომიტეტი ამნისტიის კანონპროექტს მხარს დაუჭერს, ეს ნიშნავს იმას, რომ კომიტეტი საკუთარ ფუნქციას აუქმებს.

მისი თქმით, მმართველი გუნდი 19-20 ივნისის მოვლენებზე ამნისტიის მიღებას ისე აპირებს, რომ არც კი იძიებს, რა მოხდა.

ნაცვლიშვილმა კოკმიტეტს მოუწოდა, სანამ კანონპროექტს განიხილავენ და მას მხარს დაუჭერენ, იმ ორგანიზაციებს მოუსმინონს, რომლებმაც დოკუმენტალურად შეისწავლეს, რა მოხდა 19-20 ივნისს და ასევე მოუსმინონ გენერალურ პროკურორს, სახალხო დამცველსა და თავად დაზარალებულებს.

ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, წარმოდგენილი ამნისტიის კანონპროექტი არის მწვანე შუქის ანთება, რომ ხვალ როცა ადამიანი აქციაზე გავა, მას ესვრიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები