LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოცნება“ მზად არის, მიიღოს რაციონალური გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ: დავით მათიკაშვილი

34
დავით მათიკაშვილი

“ის, რომ არჩევნები ჩატარდა თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში, ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ პოსტულატის სიცრუეს, რომ არჩევნები გაყალბდა, ამიტომ ყველა არგუმენტი ამ კუთხით, ოპოზიციას რეალურად ხელთ არ აქვს.” – ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი და აღნიშნავს, რომ პოლიტიკური კრიზისი, ოპოზიციის მხრიდან, ფაქტობრივად ხელოვნურად არის გამოწვეული.

მათიკაშვილი ბრიუსელის მთავარ გზავნილებს აფასებს და აღნიშნავს, რომ ძალიან მკაფიო გზავნილები იყო გაკეთებული ევროპელი კოლეგების მხრიდან საზოგადოებისა და ოპოზიციის მისამართით.

მმართველი პარტიის წევრი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ “ქართული ოცნება” კვლავ მზად არის, მიიღოს რაციონალური და სწორი გადაწყვეტილება ქვეყნის საკეთილდღეოდ, რომელიც უნდა იყოს ზეპარტიული:

“კიდევ ერთხელ იყო ხაზგასმული, რომ არჩევნები ჩატარდა თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში. ეს არის ის საკითხი, რამაც მეტი სტიმული უნდა მისცეს ოპოზიციას იმისთვის, რომ საღი, რაციონალური და ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება იქნას მიღებული მოლაპარაკების მაგიდასთან.

ის, რომ არჩევნები ჩატარდა თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში, ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ პოსტულატის სიცრუეს, რომ არჩევნები გაყალბდა, ამიტომ ყველა არგუმენტი ამ კუთხით ოპოზიციას რეალურად ხელთ არ აქვს. შესაბამისად, ეს პოლიტიკური კრიზისი ნათელია, რომ ფაქტობრივად ხელოვნურად არის გამოწვეული ოპოზიციის მხრიდან, თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, „ქართული ოცნება“ არის მზად მიიღოს რაციონალური, სწორი გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, რომელიც რა თქმა უნდა, უნდა იყოს ზეპარტიული.” – აღნიშნა მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მეექვსე სხდომა 16 მარტს გაიმართა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები