ამერიკაში მცხოვრები ქართველი მომღერალი, ნინი შერმადინი, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და გულშემატკივრებს დიდი სიახლის შესახებ აწვდის ინფორმაციას.
როგორც ირკვევა, ბევრი ბრძოლისა და წინააღმდეგობის შემდეგ, მომღერლის მორიგი ოცნება რეალობად იქცა – 17 მაისს, ნიუ-იორკში, მისი დიდი საავტორო კონცერტი ლაივ ბენდთან ერთად გაიმართება. ნინი პოსტში განვლილ გზას აჯამებს და ამ წარმატებას მშობლებს უძღვნის:
„დღეს მადლობით მინდა დავიწყო…
მადლობა უფალს, მადლობა იმ ადამიანებს, ვინც ჩემს გზაზე გვერდით იდგა, ვისაც ჩემი სჯეროდა მაშინაც კი, როცა გზა განსაკუთრებით რთული იყო.
ბევრი წინააღმდეგობის, ტკივილის, ბრძოლების და სიჩუმეში გადატანილი ემოციების შემდეგ, ჩემი პატარა ოცნებები ერთმანეთის მიყოლებით რეალობად იქცა…
ჯერ ჩემი სკოლა…
შემდეგ ჩემი შემოქმედებითი საღამო ფილადელფიაში…
მერე დუეტი მერაბ სეფაშვილთან…
შემდეგ ბასტი-ბუბუ ამერიკაში…
და ახლა, ყველაზე ხმამაღალი ნაბიჯი:
ჩემი საავტორო კონცერტი ლაივ ბენდთან ერთად. ![]()
![]()
![]()
დღეს განსაკუთრებით დედაზე ვფიქრობ…
დღეს დედა უბედნიერესი იქნებოდა… ![]()
ყველა ჩემი კონცერტი დედას და მამას ეძღვნება, რადგან ისინი იყვნენ ჩემი პირველი მსმენელები, პირველი გულშემატკივრები, პირველი ადამიანები, ვისაც ჩემი ყველაზე ძლიერად სჯეროდა.
ყველაზე მეტად სწორედ მათ გაუხარდებოდათ ეს დღე…
დიდი მადლობა ჩემს უნიჭიერეს მეგობრებს, ჩემს მუსიკალურ ძალას! თქვენს გარეშე არაფერი გამოვიდოდა ![]()
![]()
ირაკლი შარაძე, ნოდარ სინაურიძე, ლაშა გაიხარაშვილი, გია ფეიქრიშვილი, დავით თავართქილაძე.
განსაკუთრებული მადლობა ორგანიზატორებს დაფასებისთვის და ნდობისთვის
— ნათია პაპასკირი, ალექსანდრე ზაზარაშვილი და Atitix-ს.
დიახ — ოცნებები ხდება.
მთავარია, არ დანებდე.
მთავარია, იბრძოლო.
მთავარია, საკუთარი თავის ბოლომდე გჯეროდეს.
და ყველაზე მთავარი — ეს მხოლოდ დასაწყისია… ![]()
![]()
![]()
დიდი მადლობა ჩემს Giorgi Tsaava-ს საოცარი ფოტოებისთვის. ![]()
“
