LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოცნების მხარდამჭერებმა “ნაციონალური მოძრაობის” ოფისს კვერცხები და ცოცხები დაუშინეს

171
BeFunky-collage (7)

ქუთაისში „ქართული ოცნების” მხარდამჭერებმა “ნაციონალური მოძრაობის” ოფისს კვერცხები და ცოცხები დაუშინეს, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები, თუმცა სიტუაციის სრულად განმუხტვა ვერ ხერხდება.

” ქათმები”, “გამოდით ქათმებო საქათმეებიდან”- სკანდირებენ აქციის მონაწილეები “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან.

“ქართული ოცნების” მხარდამჭერები პირველად გაერთიანებული ოპოზიციის ოფისთან მივიდნენ, რომელიც დაკეტილი დახვდათ, იქიდან კი “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან გადაინაცვლეს.

შეგახსენებთ, დღეს დაპირისპირება მოხდა “ქართული ოცნების” ოფისთანაც, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის წევრები „დასაბოქლომებლად“ მივიდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები