“სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატი პაატა მანჯგალაძე შვეიცარიული ბანკის მიერ ივანიშვილისთვის თანხის გადმორიცხვის დაგვიანებაზე, “ქართული ოცნების” თავმჯდომარის კობახიძის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ კობახიძის გზავნილია, რომ თუ ბიძინა ივანიშვილს ფულს არ მისცემენ, ის გადავა აშკარა ანტიდასავლურ რიტორიკაზე და საქართველო გახდება ანტიდასავლური პლაცდარმი.
„ქართული ოცნების” პატრიოტიზმი და ქვეყნის სიყვარული სინამდვილეში იწყება ბანკომატთან და მთავრდება საჭმლის მონელებით, არანაირი მშვიდობა და ომი მათ არ აინტერესებთ, აინტერესებთ ბიძინას უსაფრთხოება, მისი მილიონები და ბანკომატიდან მიღებული ყოველთვიური პრემია- დანამატები.
კობახიძემ გუშინ გამოგვიცხადა, რომ თურმე ომის ღმერთი ყოფილა ბიძინა ივანიშვილი და თუ მას არ მისცემენ დასავლეთში შეტანილ რამდენიმე მილიონს, დაბრუნდება ხელისუფლებაში და იქნება დიდი საფრთხე ომის. მე მაინტერესებს, ვინ არის ეს პიარ სტრატეგი, ვინც დაგეგმა, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებზე ამ ტონით ვისაუბროთ?! მგონი, ის ალი უზდანოვი ხორბალზე კი არ იყო ჩამოსული, მთავარ პიარ სტრატეგიად აიყვანეს, ისეთ განცხადებებს აკეთებენ, ლამის ამერიკას გამოუცხადონ ომი. ეს არის “ქართული ოცნების” მძიმე მდგომარეობა, ისინი განცხადებებს აკეთებენ რუსეთთან თანხვედრაში. მინდა პირდაპირ ვკითხო მათ, ვინ არიან ადამიანები, ვინც ბიძინა ივანიშვილს აძალებენ ომის დაწყებას?
ეს განცხადებები იმეორებს იმას, რასაც რუსეთში საუბრობენ და შთაბეჭდილება მრჩება, რომ ცოტაც და თუ ბიძინას ფულს არ მისცემენ, პუტინის მხარდამხარ დაიწყებენ ბრძოლას “დასავლელი იმპერიალისტების” წინააღმდეგ.
ამის პირდაპირი გზავნილია, რომ თუ ბიძინას ფულს არ მისცემენ, ის გადავა აშკარა ანტიდასავლურ რიტორიკაზე და საქართველო გახდება ანტიდასავლური პლაცდარმი. სავარაუდოდ, შვეიცარიულ ბანკს აქვს ვარაუდი, რომ ივანიშვილი შეიძლება მოჰყვეს სანქციებში,”- განაცხადა მანჯგალაძემ.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძე შვეიცარიული ბანკ Credit Suisse-ს მიერ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის თანხების გადარიცხვის შეფერხებას ამბობს, რომ როცა შვეიცარიული ბანკი აფერხებს ერთი თვის განმავლობაში გადარიცხვას, ეს კითხვებს აჩენს.
ამავე თემაზე:
