უმძიმესი ტრაგედია, რა დროსაც ქობულეთის შემოვლით გზაზე ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა 20 აგვისტოს მოხდა.
მომხდარის შედეგად 4 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, სამი დაშავებული კი კლინიკაში გადაიყვანეს.
„ძალიან მტკივა… ჩემი ბავშვობა. მშვიდად განისვენე, ჩემო ანგელოზო“ – მარიამ შენგელია ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიის დროს გარდაცვლილზე
20 აგვისტოს, ქობულეთის შემოვლით გზაზე ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა. მომხდარის შედეგად 4 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, სამი დაშავებული კი კლინიკაში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით ერთ-ერთი გარდაცვლილი მარიამ დოხნაძეა, რომლის შესახებაც სოციალურ ქსელში მომღერალი მარიამ შენგელია წერს.
„ოხ მარო, როგორ მტკივა, ძალიან ბევრი ტკბილი მოგონება დამიტოვე. მაგრამ უფრო მეტი ტკივილი. სულ მემახსოვრები, სულ“, – წერს მომღერალი სოციალურ ქსელში.