LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპაციისადმი დამოკიდებულების გამო, მიუღებელი პირი თუ იყო, სახელმწიფოს ჰქონდა საკანონმდებლო ბერკეტი, არ შემოეშვა – ლომჯარია პოზნერის ვიზიტზე

70
befunky-collage-2-2020-03-21-13-17-56-285874

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის საქართველოში სტუმრობას ეხმიანება და აცხადებს, რომ ოკუპაციის საკითხისადმი დამოკიდებულების გამო, ვლადიმერ პოზნერი მიუღებელი პირი თუ იყო, სახელმწიფოს ჰქონდა საკანონმდებლო ბერკეტი, არ შემოეშვა საქართველოს ტერიტორიაზე.

ლომჯარიას შეფასებით, “გარკვეული გარემოებები ან ეჭვები თუ არსებობს, რომ კონკრეტული პირების შემოსვლა არ არის ქვეყნის ინტერესებში, სახელმწიფოს აქვს სრული უფლება, ისინი არ შემოუშვას”.

„სახელმწიფოს აქვს სრული უფლება და კომპეტენცია, მათ შორის მოქმედი კანონმდებლობითაც, რომ თუ არსებობს გარკვეული გარემოებები, ან ეჭვები იმის თაობაზე, რომ კონკრეტული პირების ქვეყანაში შემოსვლა არ არის სახელმწიფი ინტერესებში გარკვეული გარემოებების გამო, მას შეუძლია, უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოუშვას.

ამ უფლებამოსილებას ჩვენი სახელმწიფო ძალიან ხშირად იყენებს და ამასთან დაკავშირებით სახალხო დამცველსაც არაერთი პირი მიმართავს ხოლმე, რომ სრულიად დაუსაბუთებლად, ძალიან ბუნდოვან მუხლზე მითითებით, სახელმწიფო ძალიან ხშირად იყენებს ამ უფლებამოსილებას.

შესაბამისად, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ჰქონდა შესაძლებლობა, ასევე საკანონმდებლო ბერკეტიც, რომ თუ ის ამ რისკებს ხედავდა, თუ მისთვის არასასურველი პირები იყვნენ, მათი პოლიტიკური მოსაზრებების თუ სახელმწიფოს ოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებით დამოკიდებულების გამო, მიეღო ეს გადაწყვეტილება“.– განაცხადა ომბუდსმენმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები