ოკუპირებულ აფხაზეთში მკვლელობა მოხდა.
სოხუმში სროლების შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი დაიჭრა. მკვლელობის ფაქტი სააგენტო “აფსნიპრესს“ ე.წ. გენერალური პროკურატურის პრესმდივანმა, რადა სანგულიამ დაუდასტურა.
სააგენტოს ინფორმაციით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სროლის შედეგად დაჭრილია 12 წლის ბავშვი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.