ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ფორმირებული რუსეთის საბატალიონო-ტაქტიკური ჯგუფმა თითქმის სრული შემადგენლობით უარი უკრაინაში ომზე, რის გამოც ისინი უკან დააბრუნეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ცენზორ.ნეტი“ ავრცელებს უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციის ანგარიშზე დაყრდნობით და წერს, ფაქტი რამდენიმე დღის წინ მოხდა.
გამოცემა „ცენზორ.ნეტის“ თანახმად, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საბატალიონო-ტაქტიკური ჯგუფის პირადი შემადგენლობა, რომელმაც უარი თქვა უკრაინაში ომზე, როსტოვის ოლქში, სამხედრო პოლიგონ „კუზმინსკზე“ გადაიყვანეს.
მათ 58-ე არმიის სარდლის მოადგილემ მოუწოდა გაეგრძელებინათ დასახული ამოცანის შესრულება, თუმცა უშედეგოდ, – აღნიშნულია „ცენზორ.ნეტის“ მიერ მოპოვებულ ოფიციალურ ცნობაში.
16 მარტს „ეხო კავკაზა“ ცხინვალიდან იტყობინებოდა, რომ უკრაინაში საომრად გაემგზავრნენ სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლები, რუსეთის მე-4 გვარდიული სამხედრო ბაზის კონტრაქტიანი სამხედროები.
ვიდეო: ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მცხოვრებნი უკრაინაში საომრად გაგზავნეს
უკრაინის გენერალურ შტაბის ინფორმაციით, ცხინვალის რეგიონიდან უკრაინაში გადაისროლეს სამი ბატალიონი, რომელთა შემადგენლობაში 1200-მდე რუსი და ოსი სამხედრო მოსამსახურეა. აფხაზეთიდან უკრაინაში ჩაიყვანეს რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის შემადგენლობაში მყოფი მე-7 ბაზის ორი ბატალიონი – დაახლოებით 800 სამხედრო.