LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის აგრესიული პოლიტიკა გრძელდება – გიორგი კვირიკაშვილი

75

„საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ და მათი აგრესიული პოლიტიკა დღესაც გრძელდება,“ – პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე ბათუმში, თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე ისაუბრა.

პრემიერმინისტრის განცხადებით, რუსეთის აგრესიული პოლიტიკა აისახება ისეთ ქმედებებში,  როგორიცა აოკუპირებული ტერიტორიების შთანთქმა რუსეთის სამხედრო უსაფრთხოების პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სივრცეებში, ე.წ. ინტეგრაციის შესახებ შეთანხმებების მეშვეობით, უკანონო რეფერენდუმებით თუ სხვადასხვა პროგრამებით.

„რუსეთის აგრესიული პოლიტიკა კვლავ გრძელდება,  რაც გამოიხატება დამატებითი სამხედრო ძალების მობილიზაციით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ეთნიკური დისკრიმინაცით,ასევე, ქართული სოფლების და დასახლებული პუნქტების კვალის სრული წაშლით, რომელსაც სულ უკანასკნელ დღეებში კიდევ ერთხელ ჰქონდა ადგილი,“  – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა კონფერენციაზე.

მიუხედავად რუსეთის პროვოკაციული ქმედებებისა,  როგორც პრემიერმინისტრმა განაცხადა, საქართველო რჩება სრულ შესაბამისობაში 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან და დგამს დიპლომატიურ ნაბიჯებს, რათა საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად მოხდეს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია, საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების უზრუნველყოფა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g