გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი თავის იმპერიალისტურ გეგმებზე უარის თქმას არ აპირებს.
შოლცი აღნიშნავს, რომ ის საჭიროდ თვლის თავდაცვაში ინვესტიციების გაზრდას.
„ყოველ ჯერზე, როდესაც პუტინთან ვსაუბრობ, ის ძალიან მკაფიოდ ამბობს, რომ რაღაცის დაპყრობა სურს… მას უბრალოდ ძალით სურს უკრაინის ტერიტორიის ნაწილის დაპყრობა“, – თქვა შოლცმა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ სატელეფონო საუბარი ჰქონდა პუტინთან.
შოლცმა ასევე აღნიშნა, რომ წარსულში რუსეთს ხელმძღვანელობამ უკვე აჩვენა თავისი სამხედროების სისასტიკე. მაგალითად მან სირია და ჩეჩნეთი მოიყვანა, სადაც მთელი ქალაქები „იქნა წაშლილი“.
