LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ომიკრონ“ შტამი ხალხს კლავს, მას არ შეიძლება „მსუბუქი“ ეწოდოს: ტედროს ადანომ გებრეიესუსი

369
ტედროს ადანომ გებრეიესუსი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი ტედროს ადანომ გებრეიესუსი აცხადებს, რომ ახალი შტამი ე.წ. „ომიკრონი“ ხალხს კლავს და არ შეიძლება მას „მსუბუქი“ ეწოდოს. მისივე განმარტებით, ახალი შტამი ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდება და მსოფლიოს „ახალი შემთხვევების ცუნამი“ ემუქრება.

4 234 ახალი შემთხვევა და 46 გარდაცვლილი – განახლებული კოვიდსტატისტიკა

გებრეიესუსის თქმით, დაინფიცირების შემთხვევები ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში 100%-ით არის გაზრდილი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში 78%-ით, ხოლო ევროპაში 65%-ით.

„გასული კვირის განმავლობაში პანდემიის დაწყების დღიდან ვირუსით დაინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. მხოლოდ 1 კვირის მანძილზე 9.5 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, რაც წინა კვირასთან შედარებით 71%-ით მეტია“, – განაცხადა მან.

საქართველოში ამ დროისთვის „ომიკრონის“ 600 შემთხვევაა დადასტურებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g