რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე საქართველოს 2022 წელს ტურიზმიდან მისაღები შემოსავლების მოცულობა შეუმცირდება.
„ომის მოკლევადიან პერიოდში დასრულების პირობებში, წელს, საქართველო ტურიზმიდან 2,475 მლრდ აშშ დოლარი შემოსავალს მიიღებს, ხოლო ომის გაჭიანურების პირობებში – მხოლოდ 1,98 მლრდ აშშ დოლარს”, – ამის შესახებ საუბარია საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის ტურიზმის შესახებ გამოქვეყნებულ განახლებულ მიმოხილვაში.
ორგანიზაციის ცნობით, ომის არარსებობის პირობებში, საქართველოს წელს ტურიზმიდან 2,805 მლრდ დოლარის შემოსავალი უნდა მიეღო.
როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, ომის მოკლევადიან პერიოდში დასრულების შემთხვევაში 2022 წელს ტურიზმიდან შემოსავლები 2019 წელთან მიმართებით 75%-ით აღდგება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ომი შედარებით გაიწელა – მაშინ, წელს შემოსავლების აღდგენის დინამიკა მხოლოდ 60% იქნება.