LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომში გაძლიერებული სიყვარული – 61 წლის შონ პენი ყოფილ ცოლს შეურიგდა და მასთან ერთად უკრაინის ცხელ ზონაში გაემართა

7922
page

ორი წლის წინ, 4 წლიანი რომანის შემდეგ მსახიობი, შონ პენი 31 წლით უმცროს ლეილა ჯორჯზე ფარულად დაქორწინდა, თუმცა რამდენიმე თვის წინ ლეილამ განქორწინების მოთხოვნით  სასამართლოს მიმართა.

ფოტო: 61 წლის შონ პენის სწრაფვა ახალგაზრდა ქალბატონების მიმართ უშრეტია – განშორების შემდეგ მსახიობი კვლავ 31 წლით უმცროს მეუღლესთან ერთად გამოჩნდა

ახლა კი ირკვევა, რომ ომმა წყვილი კვლავ გააერთიანა, უკრაინელი ხალხის დახმარების სურვილმა მათ სიყვარულს ახალი სიცოცხლე შთაბერა. ახლად გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 61 წლის შონი და 30 წლის ლეილა უკრაინაში, ცხელ ზონაში ერთად იმყოფებიან, რათა უკრაინელ დევნილებს მაქსიმალურად დაეხმარონ.

შონ პენი კვლავ ცხელ ზონაშია – მსახიობი უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად ლვოვში ჩავიდა

ფოტო: კვლავ მოვლენების ეპიცენტრში – შონ პენი უკრაინელი ხალხის სადარაჯოზე

ლეილა ჯორჯმა „ინსტაგრამზე“ ფოტოები და ვიდეოები გაავრცელა

„დღეს გადავლახეთ ლვოვის საზღვარი, ახლა მე კვლავ პოლონეთში ვარ, ჩვენ გვსურს CORE-ის საშუალებით ქალებსა და ბავშვებს საჭირო პროდუქტები მივაწოდოთ“, – წერს ლეილა.

 

View this post on Instagram

 

A post shared by GEORGE (@leilageorge)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები