LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოპერა შენს ქალაქში“ – საოპერო მუსიკის პოპულარიზაციის მიზნით, კონცერტები ხუთ სხვადასხვა რეგიონში გაიმართება

649
ოპერა შენს ქალაქში

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და „ოპერა შენს ქალაქში“ ორგანიზებით, კულტურულ- შემეცნებითი საგანმანათლებლო პროექტი: „საოპერო მუსიკის პოპულარიზაცია რეგიონებში“ გაიმართება.

პროექტი – „საოპერო მუსიკის პოპულარიზაცია რეგიონებში„ კულტურულ – შემეცნებით/საგანმანათლებლო  ხასიათისაა, რომელიც მოიცავს: თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის  წამყვანი და ახალგაზრდა  სოლისტების  შესრულებით 5 კონცერტის გამართვას შემდეგ რეგიონებში: დედოფლისწყაროს, ბოლნისის, ხაშურის, ხონისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში.   

კონცერტების განრიგი შემდეგია:

18 ივნისი – დედოფლისწყარო,

24 ივნისი – ხონი,

1 ივლისი – ბოლნისი,

4 ივლისი – ხაშური,

8 ივლისი – ლანჩხუთი.

პროექტის  ფარგლებში, შესრულდება  ცნობილი საოპერო არიები,  მომავალი თაობისთვის  მოხდება ქართული ოპერის  ტრადიციების ისტორიული რაკურსი, ისტორიის გაცოცხლება,  ინფორმირებულობა. პროექტის ფარგლებში, საოპერო  არიების კვალ და კვალ გაცოცხლდება ფოტო მასალა/არქივი, რომელიც ასახავს  ოპერის დაარსებისა და ისტორიის ამსახველ კადრებს.

ქართველი  კომპოზიტორების საოპერო ქმნილებებს  შეასრულებენ  თბილისის ოპერისა და  ბალეტის  სახელმწიფო თეატრის წამყვანი  სოლისტები, უცხოეთში მოღვაწე  ქართველი  ვარსკვლავები,  გამორჩეული ახალგაზრდა შემსრულებლები, ასევე თბილისის ოპერის  კონცერტმაისტერები.

პროექტში  სპეციალურად შემუშავებული სცენარის მეშვეობით, მოხდება  სხვადასხვა სახის ვიზუალური, ვიდეო, მუსიკალური ხერხების გამოყენება და  ჩვენი ქვეყნის ორი „კულტურული საგანძურის“ ოპერის თეატრისა და  სახელმწიფო უნივერსიტეტის მნიშვნელობისა და  სიდიადის წარმოჩენა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g