LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ოპოზიციამ ისიც კი არ იცის ვის მიმართოს” – ბრიფინგი “ქართულ ოცნებაში” ოდირის დასკვნაზე (ვიდეო)

156
kobaxidzepk (1)

გაერთიანებული ოპოზიციის მიერ შემუშავებული ახალი საარჩევნო მოდელი, რომელიც ე.წ. გერმანული მოდელის შესაბამისი იყო, სახალხო დამცველმა რამდენიმე კვირის წინ ოდირში (ეუთო/ოდირის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისია) გააგზავნა. მიზანი აღნიშნული მოდელის ქართულ კონსტიტუციონალურობასთან მორგება იყო. ოდირმა პასუხი გუშინ გამოაგზავნა, თუმცა ოპოზიციაც და მმართველი გუნდი დასკვნას საკუთარ ინტერპრეტაციას არგებს და ყველა ისე  ხსნის, როგორც “აწყობთ”.

ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით დღეს “ქართულ ოცნებაში” სპეციალური ბრიფინგი გაიმართა, სადაც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მსოფლიო ორგანიზაციამ დაადასტურა ის, რასაც უმრავლესობა დიდი ხანია ოპოზიციას უხსნის. მისი განმარტებით, ოპოზიციის მიერ წარდგენილი საარჩევნო მოდელი იყო დამახინჯებული გერმანული მოდელი ავღანური ელემენტებით. კობახიძე ამბობს, რომ ოპოზიციამ უხერხულში ჩააგდო თავად სახალხო დამცველიც.

პარტიის ბრიფინგზე კობახიძემ აღნიშნა, რომ ოპოზიციამ მიიღო პასუხი ოდირის დაასკვნის სახით – კანონპროექტის კონსტიტუციურობის დადგენა არ არის ოდირის პრეროგატივა.

“ამით დადასტურდა ოპოზიციის არაკომპეტენტურობა ორი მიმართულებით. ერთი ის, რომ ამტკიცებდნენ აღნიშნული მოდელი შესაბამისობაში იყო საქართველოს კონსტიტუციასთან და მეორე: ისიც კი არ იციან ვის მიმართონ. ამით ოპოზიციამ უხერხულში ჩააგდო სახალხო დამცველიც, როდესაც მას ეს მოდელი გააგზავნინეს. ჩვენ გუშინ არაერთი ტყუილი მოვისმინეთ ოპოზიციის მხრიდან, მაგრამ ისინი ბოლო პერიოდში ამ ტყუილებშიც უნიათოები არიან”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„რა დროს ვადამდელი არჩევნებია, თებერვალი დადგა” – ირაკლი კობახიძე

მისივე განმარტებით, საქართველოს სახელმწიფოს სუვერენული უფლება დაადასტურა ოდირმა. კობახიძე აღნიშნავს, რომ საარჩევნო წელიწადში საარჩევნო სისტემის და მოდელის ცვლილება არ უნდა მოხდეს. რაც შეეხება ოპოზიციასთან დიალოგს, ის ამბობს, რომ მმართველმა გუნდმა უკვე შესთავაზა მათ ალტერნატიული ვარიანტი და დათანხმებას ურჩევს.

“რაც უფრო სწრაფად დათანხმდება ოპოზიცია ჩვენს მიერ შეთავაზებულ ვარიანტს 100/50-ზე, მით უკეთესია მათთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში არჩევნები ჩატარდება 77/73-ზე პრინციპით, რომელიც ოდირის დასკვნაში წერია, რომ სრულიად მოდის კანონთან შესაბამისობაში”, – აცხადებს კობახიძე.

 

https://www.facebook.com/GeorgianDreamOfficial/videos/189925728878720/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g