“სანამ “ოცნების” ხელისუფლება ცდილობს, 21-ე საუკუნეში, მონებით ვაჭრობა ლეგალური გახადოს, ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში კბილების კაწკაწით შერბის,” – აცხადებს პარტია “ტრიბუნას” ლიდერი დავით ჭიჭინაძე და ოპოზიციის მეტი ერთიანობის აუცილებლობაზე საუბრობს.
მისი განცხადებით, ოპოზიციას მეტი მოთმინების უნარი რომ ჰქონოდა, მმართველი პარტიაც გაცილებით რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა და გამარჯვებაც უფრო ახლოს იქნებოდა:
“სანამ “ოცნების” ხელისუფლება ცდილობს, 21-ე საუკუნეში, მონებით ვაჭრობა ლეგალური გახადოს, ოპოზიციის ნაწილი კბილების კაწკაწით შერბის პარლამენტში, ცდილობენ თავისი დესტრუქციული ქმედება ნიკას “შეტენონ” და თან ამ ყველაფერს გამარჯვება წარმოგვიჩენენ. მოკლედ, ოპოზიციას მეტი ერთობა რომ გამოეჩინა, მეტი მოთმინების უნარი რომ ჰქონოდა, “ოცნებაც” გაცილებით რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა და გამარჯვებაც უფრო ახლოს იქნებოდა.
ისე, რამდენი, თან მძიმეწონიანი ჩინოვნიკი უნდა “შეიწიროს” ამ ერთმა კაცმა.” – თქვა ჭიჭინაძემ.
ჭიჭინაძის განცხადებით, “ქართული ოცნება” ყოველდღე ფეთქდება იმ ნაღმზე, რომელიც თავად დადო ნიკა მელიას დაჭერით.
