LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიციის წარმომადგენლები მანდატების შეწყვეტის მოთხოვნით რომ მოგვმართავენ, როგორც კი შეწყვეტის დღე ახლოვდება, თხოვნებს აყოლებენ, არ შეწყვიტოთო: სუბარი

70
სოზარ სუბარი

“ჯერ ჩამოყალიბდნენ, მართლა უნდათ თუ არა, რომ მანდატები შევუწყვიტოთ და შემდეგ ჩვენ ვიფიქრებთ, მივცეთ თუ არა სახელმწიფოს შანტაჟის უფლება.” – საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი ამბობს, რომ თითოეული დეპუტატის ინდივიდუალური გადასაწყვეტია, შევლენ პარლამენტში თუ მანდატების შეწყვეტას მოითხოვენ.

სუბარი ასევე აღნიშნავს, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით მიმართავენ და როცა შეწყვეტის დღე ახლოვდება, კვლავ ითხოვენ – არ შეუწყვიტონ მანდატი:

“ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით რომ მოგვმართავენ, როგორც კი შეწყვეტის დღე ახლოვდება, თხოვნებს აყოლებენ, არ შეწყვიტოთ, ეს იქნება დემოკრატიიდან უკან გადადგმული ნაბიჯიო.

ჯერ ჩამოყალიბდნენ, მართლა უნდათ თუ არა მანდატები შევუწყვიტოთ და შემდეგ ჩვენ ვიფიქრებთ, მივცეთ თუ არა სახელმწიფოს შანტაჟის უფლება. მათი ნებაა, შეწყვეტა მოითხოვონ, პარლამენტში შემოვიდნენ ან არა, თითოეული დეპუტატის ინდივიდუალური გადასაწყვეტია, რომელ ღილაკს მიაჭერს თითს-წითელს, მწვანეს თუ საერთოდ არ დააჭერს.

თითოეულ დეპუტატს და პარლამენტს ასეთი უფლება რომ არ ჰქონდეს, კონსტიტუციაში ეწერებოდა, რომ ადამიანს, რომელიც მოითხოვა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას, ავტომატურად შეუწყდებოდა და აღარ იქნებოდა კენჭისყრა საჭირო.” – თქვა სუბარმა.

მისივე განცხადებით, მმართველი გუნდი მზად არის მოლაპარაკებების გაგრძელებისთვის, თუ ოპოზიციის მხრიდან ოდნავ კონსტრუქციას მაინც დაინახავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები