LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიციური პარტიების ლიდერთა ნაწილმა საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა

110

მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ თავისი არჩევანი მეუღლესთან და შვილთან ერთად რამდენიმე წუთის წინ დააფიქსირა.

გვესმოდეს. მერე ბევრი თავსატეხიც სწორედ აქედან არის გამოწვეული. ასე რომ, მაქსიმალური მობილიზება არის საჭირო. ყველას ვთხოვთ, რომ მოვიდეს. ჩვენ გვაქვს ვებ გვერდი, სადაც მუდმივად შემოდის შეტყობინებები, მათ შორის იმაზე, რომ ახალქალაქის რამდენიმე უბანზე არ არის შუქი და ა.შ.,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამაც. როგორც მან განაცხადა, შეინიშნება ხალხის აქტივობა, რაც გამარჯვების წინაპირობაა. მისი განცხადებით, მშვიდობიანი ხვალინდელი დღისთვის და საქართველოს თავისუფალი, ევროპული მომავლისთვის, საჭიროა სალომე ზურაბიშვილის დამარცხება და დავით ბაქრაძის გამარჯვება.

„მნიშვნელოვანი დღეა, ჩემს უბანზე ამ დროისთვის არის საგრძნობლად მაღალი აქტივობა და ეს არის საფუძველი ჩვენი და ჩვენი ქვეყნის წარმატების, დავით ბაქრაძის გამარჯვების. ჩვენ ხმა უნდა მივცეთ მშვიდობიან ხვალინდელ დღეს, საქართველოს თავისუფალ, ევროპულ მომავალს, რაც გულისხმობს სალომე ზურაბიშვბილის დამარცხებას და დავით ბაქრაძის გამარჯვებას,“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამაც. მელიას განცხადებით, მან ხმა შვილების თაობას მისცა. ნიკა მელიამ მედიასთან საუბრისას საჯარო მოხეელებს მიმართა, რომ არ გააკეთონ მათი ნების საწინააღმდეგო არჩევანი.

„ხმა მივეცი ჩემს შვილს, სანდრო მელიას და მის თანატოლებს. ძალიან სამწუხაროა ის მოცემულობა, რომელშიც ჩვენ მოგვიწია ცხოვრება. ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია გაცილებით უკეთეს ქვეყანაში ცხოვრება. განსაკუთრებით მინდა მივმართო ათიათასობით საჯარო მოხელეს. ჩვენ ვიხილეთ გუშინ, გუშინწინ არა ერთი ფაქტი, როგორ აიძულებს სხვადასხვა მათი ხელმძღვანელი, გააკეთონ ის არჩევანი, რომელიც მათ არ სურთ, ანუ ნების საწინააღმდეგოს. არ დანებდეთ ხალხნო, გააკეთეთ ის არჩევანი, რომელიც თქვენ მიგაჩნიათ სწორად. იმ კაბინაში როდესაც შევალთ, ვერავინ დაინახავს ვინ შემოხაზეთ,“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

 

magti 5g