LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპრა უინფრის ემოციური გამოსვლა „ოქროს გლობუსზე“, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს (ვიდეო)

198

ცნობილმა ტელეწამყვანმა, ოპრა უინფრიმ, „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების ცერემონიაზე ემოციური სიტყვა წარმოთქვა, რომელიც ღონისძიების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი გახდება.

ჟურნალისტმა ფერადკანიანი ქალბატონი, რესი ტეილორი გაიხსენა, რომელიც 10 დღის წინ გარდაიცვალა. 1944 წელს, ის თეთრკანიანმა მამაკაცებმა მოიტაცეს და გააუპატიურეს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ამის შესახებ პოლიციაში განაცხადებდა, მოკვლით დაემუქრნენ. საბოლოოდ, რესიმ სამართალდამცავებამდე ეს ინფორმაცია მაინც მიიტანა, თუმცა დამნაშავეები არ დაუსჯიათ. უინფრიმ სიამაყით განაცხადა, რომ ასეთი ბნელი დრო უკან დარჩა.

დღეს მინდა გამოვხატო უზარმაზარი მადლიერება იმ ქალების მიმართ, ვინც დამცირება გადაიტანეს. მათ ვინაობას ჩვენ ვეღარასოდეს გავიგებთ, ისინი უბრალო დიასახლისები, ინჟინერები, მიმტანები და ექიმები იყვნენ. ისინი – მსოფლიო ბიზნესისა და პოლიტიკის ნაწილები იყვნენ“, – განაცხადა ოპრამ.

მან დაამატა, რომ სექსუალური ძალადობა და სქესთა უთანასწორობა ყველა სფეროს პრობლემაა. ცხოვრებაში მას ძალადობაგამოვლილ უამრავ ქალთან ჰქონია შეხება და თითოეულ მათგანს მომავლის სჯერა.

მინდა ყველა ამ გოგომ იცოდეს, რომ ჰორიზონტზე ახალი დღე ჩანს და განთიადი მხოლოდ ძლიერი ქალების წყალობით დადგება, რომლებსაც გვერდში ღირსეული მამაკაცები ჰყავთ. მინდა, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ აღარასოდეს გავიგოთ სიტყვები: „მე სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ვარ“, – დაასრულა გამოსვლა უინფრიმ.

შეგახსენებთ, რომ უინფრიმ ღონისძიებაზე სესილ დე მილის სახელწობის სპეციალური ჯილდო კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისთვის მიიღო. (ვიდეო)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g