პარტია „პროგრესი და თავისუფლების“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს მიმართავს.
კახა ოქრიაშვილი ეხმიანება ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ „მათ გუნდშიც იყვნენ ჯაშუშები, რომლებმაც გუნდი მძიმედ დააზიანეს“.
ირაკლი კობახიძემ საუბრის დროს ასევე ახსენა კახა ოქრიაშვილიც და თქვა, რომ „ის დღეს უკვე ღიად არის ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებული“.
„გუშინ, ბატონმა ირაკლი „გავრილოვიჩმა“ მითიური აგენტების სიაში ჩამწერა.
ერთის მხრივ, ეს ცუდი არ არის, ე.ი. ბატონი „გავრილოვიჩი“ თვლის, რომ მე მნიშვნელოვანი ფიგურა ვარ საქართველოს პოლიტიკაში და აწუხებს ჩემი არსებობა.
მეორეს მხრივ, ბატონო ირაკლი „გავრილოვიჩ“, „აგენტი 007 კახაბერ ბონდი გპასუხობთ“: ძალიან მალე – „РУССКИЙ КОРАБЛЬ, ИДИ НА**Й“.
გია ხუხაშვილი: „ახლა სააკაშვილის კი არა, კობახიძის ჯანმრთელობაა მთავარი საზრუნავი“